Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დოლარის არომატზე დაგეშილები საგულდაგულოდ ემზადებოდნენ „რუსული შემოდგომისთვის” თავისი „რუსული არჩევნებითა” და „რუსული გაყალბებით”. მაგრამ არიან მათ შორის ისეთებიც, ვინც „ტაივანურ დოლარზეც” კი თანახმაა

მარშალ პრესი 22/01/2024
დავით ქართველიშვილი

„გონებრივი, ინტელექტუალური დეგრადაციის ევოლუციას თუ გინდა დააკვირდე, დღეს საქართველოში ამისთვის ფართო ასპარეზი გვაქვს, სამწუხაროდ. როგორც მინიმუმ, ორი ძირითადი ბანაკი გამოიკვეთა და ერთმანეთთან ასპარეზი აქვთ გამოცხადებული, ამ ქვეყნისთვის მაქსიმალურად მისაყენებელი ზიანის ხარჯზე,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. ვრცელ პოსტში საუბარია იმაზე, თუ როგორ ემზადებიან რევანშისტული ძალები „რუსული შემოდგომისთვის” თავისი „რუსული არჩევნებითა” და „რუსული გაყალბებით”.

„ახალი წლის დადგომისთანავე აგუგუნდა ნაცსექტის „რუსული ლაბორატორია” – USAID-ის ხაზითაც ამბავი მოუვიდათ: „პრემია იქნება, თითო სტიგმა – სტოტიЩი” და „წავიდა ესემესები”: „რუსული შობა”, „რუსული ხატი”, „რუსული სარწმუნოება”, „რუსული ნათლისღება”. იანვრის თემის ათვისების შემდეგ წინ იქნება „რუსული მირქმა”, „რუსული დიდი მარხვა” და რაც მთავარია – „რუსული აღდგომა.” დოლარის არომატზე დაგეშილები საგულდაგულოდ ემზადებოდნენ „რუსული შემოდგომისთვის” თავისი „რუსული არჩევნებითა” და „რუსული გაყალბებით”. მაგრამ არიან მათ შორის ისეთებიც, ვინც „ტაივანურ დოლარზეც” კი თანახმაა, თავისი კომუნისტ-ყოფილი მეუღლის ვერშემდგარი საბჭოთა პენსიის ასანაზღაურებლად. სულ რომ არ გინდოდეს ის კლასიკური ანეკდოტი გახსენდება, სკოლიდან სახლში ატირებული ბიჭუნა რომ ბრუნდება: „პაპ-ჯან, კლასში ბავშვები დამცინიანო: სომეხი ხარო!”. მერე შენც დასცინეო, მამამ: თქვე ქართველებოო! დავცინიო, პაპ-ჯან, განა არ დავცინიო, მაგრამ არა სწყინთო!

გონებრივი, ინტელექტუალური დეგრადაციის ევოლუციას თუ გინდა დააკვირდე, დღეს საქართველოში ამისთვის ფართო ასპარეზი გვაქვს, სამწუხაროდ. როგორც მინიმუმ, ორი ძირითადი ბანაკი გამოიკვეთა და ერთმანეთთან ასპარეზი აქვთ გამოცხადებული, ამ ქვეყნისთვის მაქსიმალურად მისაყენებელი ზიანის ხარჯზე. მაგრამ ამ სიჩლუნგეში ჩემი ფავორიტები – მაინც USAID-ის „ლეკვებია” თავისი „რუსული” ვარიაციებით, რომლებიც აღარც გვწყინს, უბრალოდ აზროვნებისაგან გამოშიგნული გონების დაქვეითებული შესაძლებლობების, ახალ „მწვერვალებზე” აყვანის სამეცნიერო დაკვირვებას ვაწარმოებთ. ხშირად გვიწევს იმის განმეორება, რომ ჩვენ კი არა, მთელ მსოფლიოს მოუწევს ურთულესი „რუსული დრაკონის” წელიწადთან გამკლავება. მაგრამ, ეს წელიწადიც გაივლის და თუ წლევანდელ დიდ მარხვას (აქ მხოლოდ „კულინარულ” ასპექტს არ ვგულისხმობ) ოდნავ უფრო გამძაფრებული „რუსული შემართებით” გავივლით, „რუსულ შემოდგომაზე” ვინ დაითვლის „ქართულ წიწილებს”, ამასაც დავანახებთ „რუსული ლაბორატორიის” მესვეურებს…“ – წერს facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: გავაკეთებთ განაცხადს, რომ კონტრაქტორი კომპანიები შეიყვანონ შავ სიაში, რათა სამომავლოდ, იგივე პრობლემის წინაშე არ დადგეს რომელიმე კონკრეტული მუნიციპალიტეტი ან უწყება
Next: ფონდი “ქართუ” განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.