Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გავაკეთებთ განაცხადს, რომ კონტრაქტორი კომპანიები შეიყვანონ შავ სიაში, რათა სამომავლოდ, იგივე პრობლემის წინაშე არ დადგეს რომელიმე კონკრეტული მუნიციპალიტეტი ან უწყება

მარშალ პრესი 22/01/2024
კახა კალაძე

ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს იმასთან დაკავშირებით, რომ კონტრაქტორი კომპანიები შეიყვანონ შავ სიაში, რათა სამომავლოდ, იგივე პრობლემის წინაშე არ დადგეს რომელიმე კონკრეტული მუნიციპალიტეტი ან უწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „იმედის კვირას“ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოებზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად კონტრაქტორ კომპანიებს ვადები რამდენჯერმე გადაუწიეს, რათა ამით კომპანიებისთვის ხელი შეეწყოთ. თუმცა, ამასთან მერმა აღნიშნა, რომ „ის დამოკიდებულება, რაც ბოლო კვირების განმავლობაში იყო, მიუღებელია“.

„გულწრფელად ვამბობ, მთელი ჩემი ცხოვრება სპორტს შევალიე. ისე დავამთავრე სპორტული მოღვაწეობა, ვარჯიშზე ერთხელ არ დამიგვიანია, რადგან პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს და ვიცი, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა.

ეს დამოკიდებულება უნდა იყოს ყველაფერში: სამუშაოების შესრულების დროს, როდესაც ამხელა ქალაქს ემსახურები. ამ ფაქტის შემდეგ, რაც მივიღეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კომპანიები შეიყვანონ შავ სიაში, რათა სამომავლოდ, იგივე პრობლემის წინაშე არ დადგეს რომელიმე კონკრეტული მუნიციპალიტეტი ან უწყება“, – აღნიშნა კალაძემ.

გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგვიანებით წარმოების გამო, მერიამ კონტრაქტები შპს RTD-სა და შპს „მილენიუმ ბილდერ გრუპს“ შეუწყვიტა. სწორედ ეს კომპანიები მუშაობდნენ 2023 წლის 19 აპრილიდან წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების გარკვეული ნაწილი უხარისხოდ და პროექტთან შეუსაბამოდ იყო შესრულებული. ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ვერ გააკეთა პროგნოზი, როდის შეძლებდნენ კომპანიები დაესრულებინათ რეაბილიტაციის პროცესი.

Post navigation

Previous: ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმებული აქვს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანასთან და როდესაც საქართველოსთან ამ შეთანხმების გაფორმებას უწოდებ ცუდ საქმეს, ეს რბილად რომ ვთქვათ სპეკულაციაა და მეტი არაფერი
Next: დოლარის არომატზე დაგეშილები საგულდაგულოდ ემზადებოდნენ „რუსული შემოდგომისთვის” თავისი „რუსული არჩევნებითა” და „რუსული გაყალბებით”. მაგრამ არიან მათ შორის ისეთებიც, ვინც „ტაივანურ დოლარზეც” კი თანახმაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.