Skip to content
17/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხელისუფლებას ნამდვილად აქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ გამარჯვებისთვის რეალურად იფიქროს – ირაკლი ქადაგიშვილი

მარშალ პრესი 19/01/2024
ირაკლი ქადაგიშვილი

ხელისუფლებას ნამდვილად აქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ გამარჯვებისთვის რეალურად იფიქროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„აშკარად იკვეთება, რომ მომავალი არჩევნებისთვის ხელისუფლებას, მმართველ პარტიას გააჩნია პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც არის კონკრეტულ საქმეზე, მიღწევებზე დამყარებული და რომელიც არის აგრეთვე კონკრეტული სამომავლო გეგმებით გაჯერებული. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ნამდვილად აქვს იმ ოპტიმიზმის საფუძველი, რომ მან გამარჯვებისათვის რეალურად იფიქროს. ოპოზიცია არის დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა და სხვა დანაყოფებად, რომელიც ერთმანეთთან წინააღმდეგობის გამო დაიშალნენ და დღეს ფუჭ მოძრაობაში არიან იმასთან დაკავშირებით, გაერთიანდებიან თუ არა ისევ. ოპოზიციის ეს მდგომარეობა უპირველეს ყოვლისა გამოწვეულია იმით, რომ მათ თავიდან ბოლომდე დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული პოზიცია და პოლიტიკა აირჩიეს“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

Post navigation

Previous: ოპოზიციაში კარგად იციან, რომ მარცხისთვის არიან განწირულები – მიხეილ სარჯველაძე
Next: „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა რომ არის 60%, ეს ფაქტია – რატი იონათამიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.