Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციაში კარგად იციან, რომ მარცხისთვის არიან განწირულები – მიხეილ სარჯველაძე

მარშალ პრესი 19/01/2024
მიხეილ სარჯველაძე

ძნელია, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს არ დაეთანხმო, როცა ისინი სავსებით სწორად ამბობენ, რომ ოპოზიციაში ლუზერები არიან, რადგან საკუთარი პოლიტიკა იქითკენ მიჰყავთ, რომ მარცხისთვის არიან განწირულნი, საპარლამენტო არჩევნები მოვა და კვლავ ვნახავთ, რეალურ შედეგებს. თავადაც კარგად იციან, მარცხისთვის არიან განწირულნი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, სჯობს, ოპოზიციამ რადარები სწორი მიმართულებით გაასწოროს და არსებული მდგომარეობიდან სწორი დასკვნები გამოიტანოს.

„მათ სასარგებლოდ 2014 წელს გაკეთებული განცხადებების გახსენება არ მეტყველებს, რადგან 2014 წელს გაკეთებული წინასწარმეტყველებები ახდა იმის თაობაზე, „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც დაემართებოდა. ეს რეალური აღმოჩნდა. ნახეთ, რა მდგომარეობაშია „ნაციონალური მოძრაობა“. ოპოზიციამ კარგად იცის, რომ მარცხისთვის არიან განწირულნი და ამიტომ გარკვეულ ვნებათაღელვას ამზადებენ, რაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ გააკეთეს. სარკისებური სიზუსტით იყო მოცემული შედეგები, თუმცა ამის მიუხედავად, ცდა არ დააკლეს, რომ ყალბი რეალობა შეექმნათ და ამაზე ხელი მოეთბოთ. როგორც ჩანს, ამის გამეორებას შეეცდებიან 2024 წელსაც, თუმცა როგორც შედეგი არ ჰქონდათ 2020 წელს, ანალოგიური მოხდება 2024 წელსაც. ამიტომ, სჯობს, რადარები გაასწორონ და სწორი დასკვნები გამოიტანონ იმაზე, რაც სახელმწიფოში გვაქვს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

Post navigation

Previous: “არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე. ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მითუმეტეს, არც ცხვირი”- ირმა ინაშვილი
Next: ხელისუფლებას ნამდვილად აქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ გამარჯვებისთვის რეალურად იფიქროს – ირაკლი ქადაგიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.