Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ საქართველოსგან ვქმნით ხიდს ევროპასა და აზიას შორის, ოპოზიციას უნდა, რომ საქართველო იყოს ბორანი, რომელზეც ვისაც უნდა მოგვაწვება და ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაგვაყვანინებს თავს – ეს არ არის ჩვენი ფუნქცია

მარშალ პრესი 19/01/2024
შალვა პაპუაშვილი

ჩვენ საქართველოსგან ვქმნით ხიდს, რომელიც იქნება ეკონომიკური ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ამ ფუნქციის შესასრულებლად ჩინეთი არის ქვაკუთხედი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, როგორც ევროკავშირთან, ასევე, ჩინეთთან.

„მთელი ჩვენი 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში, ვსაუბრობდით განსაკუთრებულ როლზე საქართველოსი, როგორც დამაკავშირებლის ევროპისა და აზიის. ვინ არის ევროპა და ვინ არის აზია? ევროპა ცხადია, არის ევროკავშირი და აზია არის უპირველეს ყოვლისა ჩინეთი. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება როგორც ევროკავშირთან, ასევე, ჩინეთთან. ეს არის სწორედ ფუნქცია ხიდის. ჩვენს ოპოზიციას უნდა, რომ ჩვენ ვიყოთ ბორანი, რომელზეც მერე ვისაც უნდა მოგვაწვება და ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაგვაყვანინებს თავს. ეს არ არის ჩვენი ფუნქცია, რომ ჩვენ სატელიტები ვიყოთ და ბორანის ფუნქცია გვქონდეს, საიდანაც დაუბერავს ნიავი იმის მიხედვით გადაგვწიონ და შეკვეთებით ვიაროთ ერთი ნაპირიდან მეორეზე. ჩვენ საქართველოსგან ვქმნით ხიდს, რომელიც იქნება ეკონომიკური ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ამ ფუნქციის შესასრულებლად ჩინეთი არის ქვაკუთხედი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: შანხაიში გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც სახელმწიფოს შეუძლია ჰქონდეს თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნისას
Next: ქართულ სახელმწიფოს, „ქართული ოცნების“ ჭკვიანი პოლიტიკით, ექნება კარგად გამოკვეთილი, ღირსეული ადგილი ყველა სხვა სახელმწიფოს გვერდით, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის არსებული „ხიდით“ სარგებლობას მოინდომებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.