Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შანხაიში გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც სახელმწიფოს შეუძლია ჰქონდეს თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნისას

მარშალ პრესი 19/01/2024
ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მმართველი გუნდის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ჩენ ძინგთან გამართული შეხვედრა შეაფასა.

წილოსანის განცხადებით, გამოცდილება, რომელიც შეხვედრის დროს ქართულმა დელეგაციამ მიიღო, საინტერესოა საქართველოს შემთხვევაშიც, ვინაიდან საუბარი შეეხო სახელმწიფოს პოზიტიურ როლს თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნასა და მათ განვითარებაში.

„შანხაი, თავად ჩინეთის მასშტაბითაც ერთ-ერთი გამორჩეული და მაღალგანვითარებული გეოგრაფიული არეალია, განსაკუთრებით, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა ლინ-განგის სპეციალური ზონა, რომელიც გულისხმობს თავისუფალი სავაჭრო ტერიტორიის და კონცეფციის მოწყობას.

გამოცდილება, რომელიც აქ შეხვედრის დროს მივიღეთ და პრეზენტაციისას მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა ჩვენი ქვეყნის შემთხვევაშიც. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც სახელმწიფოს შეუძლია ჰქონდეს თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნისას. ეს არის სპეციალური საგადასახადო სისტემის შეთავაზება დასაქმებულებისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ტვინების მოზიდვის კუთხით სპეციალური ბენეფიტების დაწესება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და დაინტერესების შექმნა სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის, იმისთვის, რომ კონკრეტულად ასეთი ზონები სათანადოდ განვითარდეს და წამყვანი ფუნქცია ჰქონდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.

„ქართული ოცნების“ დელეგაციამ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, კერძოდ, პეკინსა და შანხაიში, მაღალი დონის შეხვედრები გამართა.

Post navigation

Previous: ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს ქართული ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით გამორჩეული ადამიანი, ეს სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც აყენებს ჩრდილს, იმედია, ამ ფაქტზე რეაგირება იქნება
Next: ჩვენ საქართველოსგან ვქმნით ხიდს ევროპასა და აზიას შორის, ოპოზიციას უნდა, რომ საქართველო იყოს ბორანი, რომელზეც ვისაც უნდა მოგვაწვება და ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაგვაყვანინებს თავს – ეს არ არის ჩვენი ფუნქცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.