Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თინა ხიდაშელის ორგანიზაცია ტაივანიდან ფინანსდება, საინტერესოა, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, როგორ ხედავს ტაივანს და აღიარებს თუ არა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას?

მარშალ პრესი 19/01/2024
შალვა პაპუაშვილი

ჩინეთში საპარლამენტო უმრავლესობის ვიზიტთან დაკავშირებით იყო პოლიტიკური თავდასხმები, მე განსაკუთრებით თვალში მომხვდა „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელის, თინათინ ხიდაშელის განცხადებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

„საზოგადოება ალბათ დაფიქრდებოდა, რომ თინა ხიდაშელი არ არის ცნობილი მაინცდამაინც ჩინეთის დიდ ექსპერტად და ამაში განათლება მიღებულად. უცებ ის წარმოგვიდგა ჩინეთის ექსპერტად, რომელიც ყველანაირად მტრულ რიტორიკაში არის გადასული ჩინეთთან. თუ შეხედავთ, ეს ორგანიზაცია ვისგან ფინანსდება, ნახავთ, რომ დაფინანსებას იღებს ტაივანისგან, „ტაივანის დემოკრატიის ფონდი“ არის მისი ორგანიზაციის დამფინანსებელი. არის ასევე სხვა ფონდი ტაივანის, რომელიც იღებს მისგან დაფინანსებას და, რა თქმა უნდა, გასაგებია, თუ საიდან უბერავს მისთვის ნიავი. ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ, როდესაც ვამბობდით უცხოურ გავლენებზე ქართულ პოლიტიკაში და როგორ ხდება არასამთავრობო სექტორის გამოყენება, რათა გავლენა მოახდინონ ქართულ პოლიტიკაზე.

ჩვენ, ერთი მხრივ, გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“, ეს ცალკე ისტორიაა, თინა ხიდაშელი რამდენად არის „ენჯეოს“ წარმომადგენელი და ვიცით მისი კავშირები „ლელოსთან“, მაგრამ ეს სამოქალაქო ორგანიზაცია ფინანსდება ტაივანის მხრიდან. ვხედავთ, რა პოლიტიკის ლობირებას ახდენს ეს „ენჯეო“ და როგორ ცდილობს, გავლენა იქონიოს ქართულ პოლიტიკაზე იმ დაფინანსებიდან გამომდინარე, რომელიც მას აქვს. ცალკე ისტორიაა, რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დღეს არის დაკავებული ლობიზმით და ანტიჩინური იდეების ლობირებით. ვინაიდან ის არის დაკავშირებული „ლელოსთან“, საინტერესოა, „ლელოსგანაც“ გავიგოთ, საერთოდ ისინი აღიარებენ თუ არა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებენ თუ არა ტაივანის საკითხს? საინტერესო იქნება თინას პასუხი ამაზე. როგორ ხედავს ის ტაივანს და აღიარებს თუ არა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას ადამიანი, რომელიც იყო ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი? ზუსტად ასე მოქმედებს გავლენები და ლობიზმი „ენჯეოების“ გამოყენებით საქართველოში, როდესაც ადამიანს არანაირი კავშირი ჩინეთთან არ ჰქონია, გვახსოვს ჩვენ მისი წარსული, მათ შორის „ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციაში, და უცბად გვევლინება ჩინეთის ექსპერტად, ტაივანის დაფინანსებით მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ქართველმა ხალხმა ახლავე უნდა დამიხსნას პატიმრობიდან – მიხეილ სააკაშვილი კვლავ გამოჩნდა
Next: როგორც ჩანს, გახარია და მისი პარტია „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ღალატობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.