Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქართველმა ხალხმა ახლავე უნდა დამიხსნას პატიმრობიდან – მიხეილ სააკაშვილი კვლავ გამოჩნდა

მარშალ პრესი 19/01/2024
მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის სახელით განცხადება ვრცელდება მის ფეისბუქ გვერდზე.

“ის, რომ მე პოლიტპატიმარი ვარ იცის მთელმა მსოფლიომ. გამასამართლეს და მასამართლებენ თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი, გამოგონილი ბრალდებებით.

მე კარგის გარდა არაფერი გამიკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის. მასამართლებენ იმისთვის, რომ საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში გავიტანე, ქვეყანა კრიმინალისა და სიღარიბის ჭაობიდან გამოვიყვანე, გავანათე და სახელმწიფო ჩამოვაყალიბე. მასამართლებენ იმისთვის, რომ 2008 წელს არ გავიქეცი და სახელმწიფო შევინარჩუნე. ახლა ყოველდღე მტანჯავენ იმისთვის, რომ უზომოდ მიყვარს ჩვენი ხალხი და მინდა მას დავეხმარო.

პუტინმა დამაპატიმრა იმისთვის, რომ არამხოლოდ საქართველო არ ჩავაბარე, არამედ ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, მისთვის ასეთ სასურველი ოდესის ოლქი კლანჭებიდან გამოვგლიჯე. დამაპატიმრა იმისთვის, რომ წარმატების მაგალითები შევქმენი საქართველოსა და უკრაინაში. დამაპატიმრა იმისთვის, რომ მე ვარ ერთ-ერთი მთავარი რეგიონალური ლიდერი და თავისუფალი სამყაროს ლიდერი ზელენსკის თანამებრძოლი.

ქართველმა ხალხმა უნდა გაითავისუფლოს თავი და უნდა გამათავისუფლოს მეც. ახლავე უნდა დამიხსნას პატიმრობიდან, რათა შევძლო უფრო ეფექტურად დახმარება, მაგრამ რა ტყვეობაშიც არ უნდა მამყოფონ, ვიბრძოლებ ბოლომდე, საქართველოს და უკრაინის სრულ გამარჯვებამდე!”- წერს სააკაშვილი.

Post navigation

Previous: მაგ დროს ისეთი ამბები გამოდიოდა, დედა შვილს არ აიყვანდა ხელში, იმიტომაც გაგაყოლეს კუდიგორის გზას – ნუკა არველაძე გახარიას
Next: თინა ხიდაშელის ორგანიზაცია ტაივანიდან ფინანსდება, საინტერესოა, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, როგორ ხედავს ტაივანს და აღიარებს თუ არა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.