Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არ გამოუვათ, ბოლშევიზმი არ არის ის, რაც დამახასიათებელია ჩვენი ეროვნული სულისკვეთებისთვის – ირაკლი კობახიძე ნატა ფერაძეზე

მარშალ პრესი 18/01/2024
ირაკლი კობახიძე

საქართველოში ბოლშევიზმი ახალი ენერგიით ცდილობს ფრთების გაშლას, რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვათ, ბოლშევიზმი არ არის ის, რაც დამახასიათებელია ჩვენი ეროვნული სულისკვეთებისთვის – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნატა ფერაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „სამების ტაძარი საქართველოში კორუფციის მთავარი ტაძარია“.

მისი თქმით, ვერავითარი გასაქანი ბოლშევიზმს ვერ ექნება და ნებისმიერ ასეთ ფაქტზე საჭიროა საზოგადოების სწორი რეაგირება.

„ასეთი უხეში ფორმით ბოლშევიზმი გვახსოვს საუკუნის წინანდელი პერიოდიდან და გვეგონა, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. თუმცა, ვხედავთ, რომ საქართველოში ბოლშევიზმი ახალი ენერგიით ცდილობს საკუთარი ფრთების გაშლას. რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვათ, ბოლშევიზმი არ არის ის, რაც დამახასიათებელია ჩვენი ეროვნული სულისკვეთებისთვის, აქედან გამომდინარე, ვერავითარი გასაქანი ბოლშევიზმს ვერ ექნება, შესაბამისად საჭიროა საზოგადოების სწორი რეაგირება ნებისმიერ ასეთ ფაქტზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: დედაქალაქის ბიუჯეტს, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ზუსტად იგივე თანხა უჯდება რაც თავიდანვე იყო გათვალისწინებული, არცერთი თეთრით მეტი და თუ ჯარიმების თანხას გავითვალისწინებთ, შეიძლება უფრო ნაკლებიც
Next: თქვენ საქმის რეალური გადაწყვეტა არ გინდათ, სიმართლე თუ გინდათ არ გაწყობთ, თქვენი მიზანი დედაქალაქის გამართული ინფრასტრუქტურა და ამ ქვეყნის კეთილდღეობა არ არის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.