Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დედაქალაქის ბიუჯეტს, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ზუსტად იგივე თანხა უჯდება რაც თავიდანვე იყო გათვალისწინებული, არცერთი თეთრით მეტი და თუ ჯარიმების თანხას გავითვალისწინებთ, შეიძლება უფრო ნაკლებიც

მარშალ პრესი 18/01/2024
ლადო ბოჟაძე

თბილისის საკრებულოს წვერი ვლადიმერ ბოჟაძე წერეთლის გამზირის ირგვლივ გავრცელებულ პოლიტიკურ განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „დედაქალაქის ბიუჯეტს, გამზირის რეაბილიტაცია ზუსტად იგივე თანხა უჯდება რაც თავიდანვე იყო გათვალისწინებული, არცერთი თეთრით მეტი და თუ ჯარიმების თანხას გავითვალისწინებთ, შეიძლება უფრო ნაკლებიც“

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, შეწყვეტილია ხელშეკრულება, მოძიებულია ახალი 4 კომპანია და სამუშაოები დადგენილ ვადაში ჩატარდება.

„თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო… თუმცა, როგორც ჩანს ნაწილი ოპოზიციონერების თავში წყალი იანვარში ჩადგა, აბა სხვა რას უნდა მივაწეროთ ის სამარცხვინო აჟიოტაჟი რაც წერეთლის გამზირთან დაკავშირებით ატეხეს? გასაგებია რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი არ წაგიკითხავთ, არც ტენდერის პირობები და არც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, მაგრამ ჯერ რომ ობიექტის ჩაბარების ვადა ანუ, 1 თებერვალი არ დამდგარა, არც ეგ არ იცით? თუ კალენდარიც არ გაქვთ?

დედაქალაქის ბიუჯეტს, გამზირის რეაბილიტაცია ზუსტად იგივე თანხა უჯდება რაც თავიდანვე იყო გათვალისწინებული, არცერთი თეთრით მეტი და თუ ჯარიმების თანხას გავითვალისწინებთ, შეიძლება უფრო ნაკლებიც კი! არსებული რეალობიდან გამომდინარე, როცა შეწყვეტილია ხელშეკრულება, მოძიებულია ახალი 4 კომპანია და სამუშაოები დადგენილ ვადაში ჩატარდება, თქვენ რას აპროტესტებთ? უპასუხისმგებლო კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტას? ტენდერით დადგენილ ვადებში და პირობებში წერეთლის გამზირის განახლებას? კანონი წაიკითხეთ, ტენდერის პირობებიც და ჩამოყალიბდით რას ითხოვთ ან რას აპროტესტებთ. რაც შეეხება კახა კალაძეს, რაც მას საქართველოსთვის და თბილისისთვის აქვს გაკეთებული, იმის მემილიონედს რომ გააკეთებთ, მერე აღარ გექნებათ ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელების სურვილი! „ – წერს ბოჟაძე facebook – ზე.

Post navigation

Previous: ამ ერთპროცენტიან პარტიებსა და ადამიანებს, რომელთაც, გარკვეულწილად, დიდი ამბიციები აქვთ, ქართველი ხალხი 2024 წლის არჩევნებში საკუთარ ადგილს მიუჩენს
Next: არ გამოუვათ, ბოლშევიზმი არ არის ის, რაც დამახასიათებელია ჩვენი ეროვნული სულისკვეთებისთვის – ირაკლი კობახიძე ნატა ფერაძეზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.