Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩინურმა მხარემ უარი თქვა უკრაინის პრეზიდენტთან რაიმე სახის შეხვედრებზე – დავით ქართველიშვილი

მარშალ პრესი 18/01/2024
დავით ქართველიშვილი

ამერიკულმა “ვანგა” მედია Politico-მ ეს უარი ახსნა საერთაშორისო სანქციების 11 პაკეტით და უკრაინის საომარი წარმატებებით დასუსტებული მოსკოვის ზეწოლით მსოფლიოში მეორე ეკონომიკის მქონე პეკინზე: შეეწყვიტა ყველანაირი დიპლომატიური კონტაქტები უკრაინასთან და ჩინეთიც ამას დათანხმდა“, -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი იერმაკი საუბრობდა იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩინეთის ჩართვა ზელენსკის „მშვიდობის ფორმულის“ გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებში, და მიანიშნებდა, რაოდენ კარგი იქნებოდა ზელენსკის დავოსში ასეთი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა რომ ექნებოდა.

„სასწაულები გვესმის დავოსიდან, ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმიდან. ჯერ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი იერმაკი საუბრობდა იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩინეთის ჩართვა ზელენსკის „მშვიდობის ფორმულის“ გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებში, და მიანიშნებდა, რაოდენ კარგი იქნებოდა ზელენსკის დავოსში ასეთი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა რომ ექნებოდა.

მიუხედავად ამ ნაადრევი სიხარულისა, ჩინურმა მხარემ უარი თქვა უკრაინის პრეზიდენტთან რაიმე სახის შეხვედრებზე. ამერიკულმა “ვანგა” მედია Politico-მ ეს უარი ახსნა საერთაშორისო სანქციების 11 პაკეტით და უკრაინის საომარი წარმატებებით დასუსტებული მოსკოვის ზეწოლით მსოფლიოში მეორე ეკონომიკის მქონე პეკინზე: შეეწყვიტა ყველანაირი დიპლომატიური კონტაქტები უკრაინასთან და ჩინეთიც ამას დათანხმდა.

როგორც ქიზიყში იტყვიან ხოლმე, პრეზიდენტ ზელენსკის ამ უარზე “მაზალო” გამოხმაურება ჰქონდა: რა შეხვედრა, რის შეხვედრაო? ჩემიო, უკრაინის პრეზიდენტისო? ვისთან? დავოსში მყოფ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ ლი კეციენთანო? და ეგ ვინ არისო, ეგ ხომ ჩინეთის ლიდერსაც კი არ წარმოადგენს. მეო დავოსში, ჰა, ჰა – სი ძინპინს თუ შევხვდებოდიო. კი მაგრამ, ის არც აპირებდაო დავოსში ჩამოსვლასო, ჰოდა, არც არავის არც შევხვდებიო, დაასრულა ეს თემა ბრიფინგზე უკრაინის ლიდერმა.

ტყუილად კი არ მიგვითითებენ ქართული “ოპოზიციის” ლომები, რა დროს ჩინეთთან ქვეყნის კონტაქტების გაღრმავებაა. ჩინეთთან, რომლის ლიდერებს არც ცნობს და არც თაკილობს მათთან შეხვედრას საქართველოზე ევროინტეგრაციის გზაზე ერთი ნაბიჯით წინ მყოფი უკრაინა და მისი მსოფლიოში აღიარებული ლიდერი. და რომ ვერც “შეედავები”…, – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: გახარიაც იყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური “ოჯახის” წევრი და შეესვლებოდა ამ ოჯახის “აბაზანაშიც” და “საძინებელშიც”. თანაც მათი განუსაზღვრელი ნდობით სარგებლობდა
Next: გურიაში უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.