Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გახარიაც იყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური “ოჯახის” წევრი და შეესვლებოდა ამ ოჯახის “აბაზანაშიც” და “საძინებელშიც”. თანაც მათი განუსაზღვრელი ნდობით სარგებლობდა

მარშალ პრესი 18/01/2024
დავით ქართველიშვილი

„თითოეულ ოჯახს აქვს პირადი სივრცე, ვთქვათ აბაზანა, საძინებელი. სწორედ ამ სივრცეში ძვრებოდა სააკაშვილის უხილავი კამერა, ძვრებოდა საკუთარი გუნდის წევრებისა და მოწინააღმდეგის პირად სივრცეში და იქ მოპოვებულ კადრებს საგულდაგულოდ ინახავდა“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი წევრი დავით ქართველიშვილი წერს სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, დღეს, “დიპ-ფეიკების” ეპოქაში ისიც კი არაა მთავარი შენი ჩაშვების “ნარატივი” სიმართლეს შეიცავს თუ არა.

„თითოეულ ოჯახს აქვს პირადი სივრცე, ვთქვათ აბაზანა, საძინებელი. სწორედ ამ სივრცეში ძვრებოდა სააკაშვილის უხილავი კამერა, ძვრებოდა საკუთარი გუნდის წევრებისა და მოწინააღმდეგის პირად სივრცეში და იქ მოპოვებულ კადრებს საგულდაგულოდ ინახავდა. ყოველ ახალ ვიდეოზე ტკბებოდა, განსაკუთრებით ციხეში გადაღებული წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრებზე.

გახარიაც იყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური “ოჯახის” წევრი. შეესვლებოდა ამ ოჯახის “აბაზანაშიც” და “საძინებელშიც”. თანაც, ამ საოჯახო გარემოს თანამოაზრეთა განუსაზღვრელი ნდობით სარგებლობდა. რამაც შემდგომში ოჯახიდან გამოტანილი ამბების ტირაჟირებაში, თავისი ყოფილი კოლეგების “ჩაშვებაში”, ანუ ქუჩურად რომ ვთქვათ, “ბოზობაში” მას ხელს თურმე, არანაირად არ უშლიდა. დღეს, “დიპ-ფეიკების” ეპოქაში ისიც კი არაა მთავარი შენი ჩაშვების “ნარატივი” სიმართლეს შეიცავს თუ არა. აქ თვით “ბოზობის” ფენომენია მთავარი და ამ შეგრძნებით ტკბობა.

ძნელია არ დაეთანხმო “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახი კალაძის ვერდიქტს: “ბოზობა” ქართული მენტალობის ძლიერ მხარეს არასდროს წარმოადგენდა. ოჯახიდან საჯარო სივრცეში ფეიკისა თუ სიმართლის გამოტანა ქართველ კაცს არასდროს ამშვენებდა. რა თქმა უნდა, ყველა ეპოქას ახასიათებდა “ბოზობის” ჩამდენი და “ბოზობით” ეიფორიაში მყოფი კონტინგენტი, მაგრამ 2024 წლის არჩევნებზე, როგორც ამას კახიმ სამართლიანად გაუსვა ხაზი ,არა მგონია 5%-მდე ოდენობის მოიძებნოს…“, –წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: “ნამუსახდილი” წარსულის მქონე პიროვნებაა, რომელსაც არც მომავალში “ემუქრება” გაცისკროვნება – ზურაბ ქადაგიძე მამუკა ხაზარაძეზე
Next: ჩინურმა მხარემ უარი თქვა უკრაინის პრეზიდენტთან რაიმე სახის შეხვედრებზე – დავით ქართველიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.