Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი გმობს და კატეგორიულად ემიჯნება ელიზაბედ ბადაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს

მარშალ პრესი 06/05/2022
პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის მიერ გავრცელებულ მოსაზრებებს ეხმიანება.

როგორც კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, სოციალურ ქსელში გავრცელდა მოქალაქე ელიზაბედ ბადაშვილის გამოთქმული მოსაზრებები, რომელმაც საზოგადოების გულწრფელი და აბსოლუტურად სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

„ბადაშვილს პირად გვერდზე მითითებული აქვს, რომ მუშაობს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ელიზაბედ ბადაშვილი არ არის და არასდროს ყოფილა, არც კომიტეტის და არც საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელი.

ბადაშვილი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობს, როგორც ზოგადი განათლების ექსპერტი. საბჭო 1 წლის წინ, სხვადასხვა შეხედულებების მქონე განათლების სფეროს ათეულობით ექსპერტისგან დაკომპლექტდა.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი გმობს და კატეგორიულად ემიჯნება რა ელიზაბედ ბადაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, უახლოეს სხდომაზე განიხილავს საბჭოში მისი ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხს“, – აცხადებენ კომიტეტში.

ელიზაბედ ბადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „220 ბავშვი გარდაიცვალა და ორი ამდენი დაიჭრა, რამდენს ამოუტირებული აქვს ხელი ან ფეხი არ ვიცი… ამ დროს ერთი ბავშვის მე-10 სართულიდან გადმოვარდნამ შეძრა მთელი საზოგადოება!“.

220 ბავშვი გარდაიცვალა და ორი ამდენი დაიჭრა, ამ დროს ერთი ბავშვის მე-10 სართულიდან გადმოვარდნამ შეძრა მთელი საზოგადოება

Post navigation

Previous: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ოზაანში უკრაინელი ლტოვილები მოინახულეს
Next: ზურაბ ქადაგიძე სააკაშვილის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ მიერ გაშუქებულ და აქციის რეალურ ფოტოებს ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.