Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წლევანდელი დავოსის ფარგლებში ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალზე, შესაძლებლობებზე და ასევე იმ ინვესტიციებზე, რომ ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდოს

მარშალ პრესი 17/01/2024
ლევან დავითაშვილი

წლევანდელი დავოსის ფარგლებში ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალზე, შესაძლებლობებზე და ასევე იმ ინვესტიციებზე, რომ ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდოს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დავოსში განაცხადა.

მისი თქმით, ალტერნატიული მომარაგების მარშრუტები, ტრანსპორტისა და დასაწყობების სფერო გასული წლის დავოსის ფორუმის ერთ-ერთი აქტუალური თემაც იყო.

„გასული წლის დავოსის ერთ-ერთი აქტუალური თემაც იყო ალტერნატიული მომარაგების მარშრუტები, ტრანსპორტისა და დასაწყობების სფერო. ამაზე ჩვენ გვქონდა პანელური დისკუსიებიც და შეხვედრებიც მსოფლიოს წამყვან მოთამაშეებთან, რა თქმა უნდა, ეს აქტუალობას არც 2024 წელს არ კარგავს და საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარება. ეს იქნება აქტუალური საკითხი მთელი წლის განმავლობაში და შემდეგ წლებშიც. გვექნება არაერთი შეხვედრა და დიალოგი, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე ბიზნესწრეებთან. წლევანდელი დავოსის ფარგლებშიც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალზე, შესაძლებლობებზე და ასევე იმ ინვესტიციებზე, რომ ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდოს. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებითაც წამყვან მოთამაშეებთან ინტენსიური შეხვედრები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

Post navigation

Previous: ჩინეთთან ახლო ურთიერთობების განვითარება არ აწყობს ოპოზიციას, იმიტომ, რომ ისინი არა მხოლოდ საქართველოს წარსულსა და აწმყოს, მომავალსაც ებრძვიან
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყოველთვის იყენებს შესაძლებლობას, რომ გამართოს პოლიტიკური კონსულტაციები კოლეგებთან და ლიდერებთან, ასევე, საქართველოთი დაინტერესებულ კომპანიებსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.