Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩინეთთან ახლო ურთიერთობების განვითარება არ აწყობს ოპოზიციას, იმიტომ, რომ ისინი არა მხოლოდ საქართველოს წარსულსა და აწმყოს, მომავალსაც ებრძვიან

მარშალ პრესი 17/01/2024
გურამ მაჭარაშვილი

ჩინეთში მმართველი გუნდის ვიზიტი შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან ამ ვიზიტის მნიშვნელობის დაკნინება მათ უსუსურობაზე მეტყველებს.

„მაშინ, როდესაც ჩინეთთან შეერთებული შტატები ცდილობს ურთიერთობების გამყარებას, მაშინ როდესაც შვეიცარიამ გააფორმა სავაჭრო ხელშეკრულება ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაზე, მაშინ, როდესაც თავად ევროკავშირი ცდილობს გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან, ამ დროს ოპოზიციის აზრით, საქართველო, თურმე, უნდა გაებუტოს ჩინეთს.

ეს არის მათი პოლიტიკური უსუსურობა. ეს ხომ, უკვე საჯარო პოლიტიკაა და ამას საზოგადოება ხედავს, რომ ჩინეთი კი არ შემოდის, უკვე შემოვიდა მსოფლიო პოლიტიკაში, არა მხოლოდ ეკონომიკაში, არამედ პოლიტიკაში ერთ-ერთ მძლავრ სახელმწიფოდ,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომაა საქართველოსთვის აუცილებელი ჩინეთთან პარტნიორობა. „შესაბამისად, საქართველოს არჩევანი ამ შემთხვევაში ბუნებრივად იქნება, მით უმეტეს შუა დერეფნის პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩინეთთან ახლო ურთიერთობების განვითარება. ეს კი, არ აწყობს ოპოზიციას, იმიტომ, რომ ისინი არა მხოლოდ წარსულსა და აწმყოს, მომავალსაც ებრძვიან,“ – აღნიშნა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

Post navigation

Previous: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რიჩარდ ნეფიუს შეხვდა
Next: წლევანდელი დავოსის ფარგლებში ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალზე, შესაძლებლობებზე და ასევე იმ ინვესტიციებზე, რომ ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.