Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გლობალური მასშტაბის თანამშრომლობის თემაა, რომელშიც საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობა მნიშვნელოვან შენატანს გააკეთებს

მარშალ პრესი 17/01/2024
ვოლსკი

„დღევანდელი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. საგანგებოდ ხაზი გაესვა შუა დერეფნის მნიშვნელობას არა მარტო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების, არამედ კონტინენტების ურთიერთობის რაკურსით, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რგოლის მნიშვნელობაზე და ამ რგოლში, საქართველოში სტაბილურობის აუცილებლობაზე, რაც ეკონომიკური წინსვლის წინაპირობაა“- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჩინეთში, სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, შეხვედრაზე ძირითადი საკითხები ეკონომიკური თანამშრომლობის თემებს ეხებოდა, მაგრამ ამავდროულად, ყველაფერ ამას პოლიტიკური ასპექტიც ჰქონდა.

„საკითხი მნიშვნელოვანწილად ეხებოდა ეკონომიკური თანამშრომლობის თემებს, მაგრამ ამავე დროს, რასაკვირველია ყველაფერ ამას პოლიტიკური ასპექტიც ჰქონდა. ორი ქვეყნის თანამშრომლობა არ გამოიხატება მხოლოდ იმ ფორმატში, როდესაც ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე არის საუბარი. ეს არის გლობალური მასშტაბის თანამშრომლობის თემა, რომელშიც საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობა მნიშვნელოვან შენატანს გააკეთებს“-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Mærsk-ის ხელმძღვანელს შეხვდა
Next: დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰანკე ბრუინს სლოტთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.