Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Mærsk-ის ხელმძღვანელს შეხვდა

მარშალ პრესი 17/01/2024
8d917a22-0c45-424d-aa2e-e57457b379c2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Mærsk-ის ხელმძღვანელ Რობერტ მაერსკ უგლას შეხვდა.

დავოსში გამართული შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოში APM Terminals-ის საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო.

ირაკლი ღარიბაშვილმა რობერტ მაერსკ უგლასთან საქართველოში კომპანიის მუშაობის დინამიკა განიხილა. მხარეებმა სამომავლოდ გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე იმსჯელეს.
ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ალტერნატიული მარშრუტის, მნიშვნელობაზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა,
საქართველო დაინტერესებულია „შუა დერეფნის” სრულმასშტაბიანი ფუნქციონირებით და მხარს უჭერს საერთაშორისო ფორმატში აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციას.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ფოთის საზღვაო ნავსადგურში ტვირთბრუნვის გაზრდილ მაჩვენებელს და აღნიშნა, რომ 2023 წელს ფოთის საზღვაო ნავსადგურში ჯამურად გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 65.7%-ით არის გაზრდილი.

დანიური კომპანია Maersk-ის ბიზნესსაქმიანობა მოიცავს: გადაზიდვას, პორტის ექსპლუატაციას, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტსა და საწყობს. კომპანია დაფუძნებულია კოპენჰაგენში. ის ფლობს შვილობილ კომპანიებსა და ოფისებს 130 ქვეყანაში. მათ შორის ის საქართველოში შვილობილი კომპანიის – APM Terminals-ის მეშვეობით ოპერირებს. კომპანია Maersk-ში დასაქმებულია 100 000-ზე მეტი ადამიანი.

Maersk-ის შემოსავალი 81,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 2023 Forbes Global 2000-ში Møller-Maersk-ი დასახელდა 174-ე უმსხვილეს საჯარო კომპანიად მსოფლიოში. ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია და უდიდესია ფლოტის სიმძლავრის მიხედვით.

Post navigation

Previous: ჩინეთი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობას, რომელიც გააჩნია საქართველოსთან, ისინი ხედავენ პოტენციალს, რომელიც საქართველოს აქვს
Next: გლობალური მასშტაბის თანამშრომლობის თემაა, რომელშიც საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობა მნიშვნელოვან შენატანს გააკეთებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.