Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ლელოში“ ადამიანებს მხოლოდ დოლარის ნიშანი კრავს – გია ცაგარეიშვილი

მარშალ პრესი 16/01/2024
გია ცაგარეიშვილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, „ლელოში“ ადამიანებს მხოლოდ დოლარის ნიშანი კრავს და პარტიაში საერთოდ არ ჩანს არავითარი იდეური ერთობა.

„პიროვნული ამბიციები, ვიწრო პარტიული გადმოსახედი, რომლის იქით ვერავინ ვერსად იყურება, ანგრევს და ყველაფერს სპობს. ფაქტობრივად, ისინი ვერანაირ კომუნიკაციას ვერ ამყარებენ პოტენციურ სპონსორებთან. რა თქმა უნდა, ისინი არ არიან საინტერესოები ბიზნესისთვის – როდესაც მუდმივად ცდილობ ხელისუფლების ჩამოშლას და არეულობის მოწყობას ქვეყანაში, არავინ შენში არცერთ თეთრს არ ჩადებს. საერთოდ არ ჩანს არავითარი იდეური ერთობა. მხოლოდ დოლარის ნიშანი კრავს ადამიანებს „ლელოში“ და ვითომდა მიჰყავს რაღაც ეფემერული მიზნისკენ მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც, როგორც თვითონ აღნიშნა, პირველი მილიონი რუსეთში იშოვა“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

Post navigation

Previous: ზვიად ძიძიგური გიორგი გახარიას ახალ დამცველად
Next: ნატა ფერაძე ამ დრომდე “პაბეგშია”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.