ზვიად ძიძიგური გიორგი გახარიას დამცველის აპლუაში მოგვევლინა და არ არის გამორიცხული, საარჩევნოდ მისი პარტიის სახეც გახდეს. მართალია, ეს მხოლოდ ვარაუდებია, თუმცა, ამ ვარაუდს იძლევა მისი დღევანელი ინტერვიუ “ფორმულას” ეთერში, როდესაც გახარია კბილებით დაიცვა და ერთი ნაკლიც კი ვერ უპოვნა.
ძიძიგურის თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნებისთვის” მთავარ საფრთხეს სწორედ გახარიას პარტია წარმოადგენს, რადგან ეს პარტია “ქართული ოცნების” ხმებზე მ,უშაობს და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელიც მმართველ პარტიას აღარ აძლევს ხმას, სწორედ გახარიასკენ გადაიხრება.
“ფაქტია, რომ ძალიან დაზიანებულია ივანიშვილი და გახარიას აქვს სრული შესაძლებლობა, რომ ელექტორალური ზიანი მიაყენოს მმართველ პარტიას და “ქართული ოცნებისთვის” მთავარი საფრთხე სწორედ გახარიას პარტიაა.
როდესაც გახარიას სახელს ატრიალებენ სხვადასხვა ბრუნვაში, ამით ის არ ზარალდება”– განაცხადა ზვიად ძიძიგურმა 16 იანვარს, ტელეკომპანია “ფორმულა”-ს ეთერში.
