საპატრიარქოდან გაძევებული ჭიღლაძე დედა მატრონას ხატის დაწვას ითხოვს.
“არათუ საღებავის შესხმა, მართლმადიდებლური კანონიკის მიხედვით არაკანონიკური და მკრეხელური ხატი უნდა დაიწვას! ამიტომ მე, როგორც მართლმადიდებელი მღვდელი, მიტროსანი დეკანოზი, ჩვენი საპატრიარქოსგან მოვითხოვ კატეგორიულად რომ ეს მატრონა-სტალინის მკრეხელური ნახატი გამოათრიონ საპატრიარქო ტაძრიდან და საჯაროდ დაწვან, თანახმად საეკლესიო წესისა!”– წერს ჭიღლაძე.
ილია ჭიღლაძეს საპატრიაქომ 2021 წელს შეუჩერა დეკანოზის სტატუსი.

