“გაიღვიძეთ! გამოფხიზლდით! დატოვეთ კომფორტის ზონა! ნუთუ დროშაზე ძვირფასი არ არის ხატი?”– წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში და ეხმიანება ნატა ფერაძის მიერ, დედა მატრონას ხატზე საღებავის შესხმის ფაქტს.
“და ეს არ არის რიტორიკული შეკითხვა!
სულში ჩაგვაფურთხეს? არა, ეგ გუშინ იყო…დღეს კი ღმერთს გვიკლავენ. ხვალ უღმერთოდ გავიღვიძებთ და ჩვენი შვილები გადაიხდიან ამ ყველაფრის საფასურს განურჩევლად იმისა ბიზნესმენის შვილია, პარლამენტარის თუ მეწაღის! გავწირეთ მომავალი თაობა?”- წერს ლალი მოროშკინა.
ამ თემაზე:
