Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოზარ სუბარი: როგორც ჩანს, სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდა რა შეიძლება მომხდარიყო რამდენიმე თვეში უკრაინაში

მარშალ პრესი 05/05/2022
სოზარ სუბარი

როგორც ჩანს, სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდა რა შეიძლება მომხდარიყო რამდენიმე თვეში უკრაინაში, როგორც ჩანს ეს ძალიან კარგად იცოდნენ იმ ადამიანებმა, ვინც მას ხელი შეუწყო ჯერ უკრაინის საზღვრის დარღვევაში და შემდეგ საქართველოში შემოპარვაში და შესაბამისად მათი მიზანი იყო საქართველოს ომში ჩართვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„სამწუხაროდ ამას ხელს უწყობს ძალიან ბევრი ქართველი საქართველოშიც. მათ შორის ზოგიერთი მისი [მიხეილ სააკაშვილი] პარტიის წევრი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალებენ. ძალიან ცუდი იქნება თუ ამ თამაშში ჩაერთვება სახალხო დამცველი, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ასე არ მოხდება. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის აშშ-იდან ძალიან მკაფიოდ თქვეს, რომ ის გზა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დღეს ატარებს არის ძალიან სწორი. ჩვენ არ უნდა გადავუხვიოთ ჩვენს გზას – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის გზით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: ეროვნული უსაფრთხოების საბჭო განცხადებას ავრცელებს
Next: მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ ჩამოსვლას ნანობს – გრიგოლ ვაშაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.