Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 05/05/2022
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია შემუშავებულია და დოკუმენტი მზად არის დამტკიცების პროცედურების დასაწყებად, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში შექმნილ სპეკულაციებს.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია შემუშავებულია და დოკუმენტი მზად არის დამტკიცების პროცედურების დასაწყებად. კონცეფცია არასამთავრობო სექტორთან, აკადემიურ პროფესიულ წრეებთან, სახელმწიფო უწყებებთან, პრეზიდენტისა და პრემიერის ადმინისტრაციებთან, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებსა და უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად შემუშავდა.
დოკუმენტის მომზადების პროცესში ასევე ჩართულნი იყვნენ უცხოელი პარტნიორები, გაზიარებული იქნა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა და ექსპერტული მოსაზრებები.

უკრაინაში საომარი მოქმედებებიდან, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გარემოსა და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პარლამენტში გაგზავნამდე, დოკუმენტი განახლდა და ის საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კონცეფციის პროექტი იანვრის ბოლოს დაგზავნილ იქნა 30- მდე არასამთავრობო ორგანიზაციისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, შემდგომ პერიოდში მედიაში ფართოდ და პოზიტიურად გაშუქდა, მიუღებელია ხსენებული საკითხით პოლიტიკური სპეკულირება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Continue Reading

Previous: როგორ მოექცეოდნენ მიხეილ სააკაშვილს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ციხეში? – ხმა ამოიღეთ და დამიდასტურეთ ვინც იყავით იმ დროს გლდანის ციხეში
Next: სოზარ სუბარი: როგორც ჩანს, სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდა რა შეიძლება მომხდარიყო რამდენიმე თვეში უკრაინაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025