Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირმა ინაშვილი, სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება

მარშალ პრესი 07/01/2024
ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსი”-ს მთავარი მდივანი ირმა ინაშვილი, სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება, რომელზეც ასახულია სტალინის სტუმრობა.

“დღეს ათასი სისულელე წავიკითხე წმინდა მატრონას ხატის შესახებ. როგორც წმინდა გიორგის ხატი არაა და ვერ იქნება დიოკლეტიანეს ხატი, ისე ესაა წმინდა მატრონას და არა სტალინის ხატი, მაგრამ ზოგიერთი ტვინდაბნელებული სწორედ ამას ცდილობდა, მხოლოდ ხატის ფრაგმენტს ავრცელებდა, რომ საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში! არ შეცდა ეს საზოგადოება, თქვენდა სამწუხაროდ.

რატომაა წმინდა მატრონა დიდი წმინდანიო, ზოგიერთი წერდა. ინტერნეტში მარტივად მოიძიებთ სათანადო მასალას, რა სასწაულებს ახდენს დღემდე, მაგრამ თქვენ განა სასწაული გაინტერესებთ?! არა… თქვენ გაინტერესებთ წმინდა მატრონას ეროვნება, მაგრამ აქაც სიბნელეში ხართ. წმინდანს არა აქვს ეროვნება. წმინდანი ეროვნებაზე მაღლა დგას. ისე ცნობისთვის: ასობით კი არა, ათასობით ადამიანი განკურნა სიცოცხლეში და ახლაც იკურნება, ვინც მის ხატთან ლოცულობს ან წმინდა ნაწილებს ემთხვევა.

სხვათა შორის, უამრავ პატიმარს დაეხმარა და ეხმარება, უამრავი ხელმოკლე ამოიყვანა მძიმე მდგომარეობიდან, უამრავი კაცი იხსნა ვალების ტყვეობიდან, ინტერნეტში ათი ათასობით ისტორიაა გავრცელებული, მაგრამ თქვენ, ბნელებს, ეს არ გაინტერესებთ. თქვენ სინამდვილეში არც ღმერთი გიყვართ და არც ეკლესია. ცხადია, არც წმინდანები და ახლავე იცოდეთ: არ მოგცემთ საშუალებას, რომ თქვენმა სიბნელემ იზეიმოს ამ ქვეყანაში.

თქვენში იმხელა ბოროტება ბუდობს, საბჭოთა ლიდერები თქვენთან შედარებით პატარა ბავშვებად მეჩვენებიან. ისევ ცნობისათვის: მოსკოვის და ზოგადად, რუსეთის უამრავ ტაძარშია წმინდა ნინოს, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, იოანე მანგლელის, თუ მამა გაბრიელის ხატები და ეს არავის აბრაზებს. ნიუ- იორკისა და ვაშინგტონის მართლმადიდებლურ ტაძრებში პირადად ვნახე სერგი რადონეჟელის, სერაფიმ საროველის, გერმანე ალიასკის განმანათლებლის, მატრონა მოსკოველის და მამა გაბრიელის ხატები და ეს ამერიკელებს არ აბრაზებს. ამას იმიტომ ვწერ, რომ გითხრათ: თქვენ აღარც ქართველები ხართ და ამერიკელებიც ვერ გახდით. უბრალოდ, ძალიან გინდათ, რომ უკანალში შეუძვრეთ დასავლეთს, მაგრამ იმათ თქვენნაირი ბნელები არ სჭირდებათ.”– წერს ირმა ინაშვილი.

წმინდა მატრონას ხატზე განგაში ატეხა ცნობილმა პოლიტიკურმა პროვოკატორმა, ნაც.მოძრაობის წევრმა. გიორგი კანდელაკმა.

ამ თემაზე:

Post navigation

Previous: უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის თქმით, ქვეყანა ომში ყოველთვიურად 30 ათას ადამიანს კარგავს
Next: შარლ მიშელი შესაძლოა ვიქტორ ორბანმა შეცვალოს – გამოცემა ‘POLITICO”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.