Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის თქმით, ქვეყანა ომში ყოველთვიურად 30 ათას ადამიანს კარგავს

მარშალ პრესი 07/01/2024
იური ლუცენკო

უკრაინელმა პოლიტიკოსმა იური ლუცენკომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვსა და მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის ომში დაღუპული უკრაინელების რიცხვის გაჟღერებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.

„ეს სამი თანამდებობის პირი, რომლებიც აწარმოებენ ომს, უნდა გამოვიდნენ უკრაინელების წინაშე და თქვან, რომ კანონი მობილიზაციის შესახებ არ გვჭირდება. ამასთან, მათ უნდა დაასახელონ დაღუპულთა რიცხვი. ვიცი, როგორ არ უნდათ ამის გაკეთება, ვიცი რომ ამას ძალიან მძიმედ მიიღებენ.

უნდა თქვან, რომ თუ იმ 500 ათას დაღუპულს, რომლებზეც ახლა საუბრობენ, გავყოფთ თვეების რაოდენობაზე, თვეში 30 ათასს მივიღებთ. და მაშინ დაახლოებით მივხვდებით, რა ხდება ფრონტზე. საუბარია დაღუპულებსა და მძიმედ დაჭრილებზე. ხალხს სიმართლე უნდა უთხრან. დარწმუნებული ვარ, უკრაინელებმა ეს სიმართლე დაიმსახურეს“, – განაცხადა მან.

ყოფილი გენპროკურორის თქმით, სწორედ ასეთმა შოკმა გამოიწვია ის, რომ 24 თებერვალს, ომის დაწყების დღეს სამხედრო კომისარიატებში მილიონობით უკრაინელი მივიდა. მისივე თქმით, იმან, რომ უკრაინული ტელეკომპანიები დიდი ხნის განმავლობაში ამშვიდებდნენ მოსახლეობას შეტყობინებებით იმის შესახებ, რომ საფრთხე არ არსებობს.

„ამან გამოიწვია, რომ მილიონობით ადამიანი საზღვარგარეთ გაიქცა, კიდევ რამდენიმე მილიონი სახლში ზის და ამბობს: ვისაც უნდა იომოს, ჩემი და ჩემი ვაჟის გარდა“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

Post navigation

Previous: „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია – შალვა პაპუაშვილი
Next: ირმა ინაშვილი, სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.