Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი ინფარქტის დიაგნოზით კლინიკაშია მოთავსებული

მარშალ პრესი 05/01/2024
ზურაბ-ბერიკაშვილი

მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი გულის უკანა კედლის ინფარქტის დიაგნოზით რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც მისი და, მანანა ბერიკაშვილი ჰყვება, ზურას მდგომარეობა 28 დეკემბერს გაუარესდა, როდესაც გაუჩერდა გული და რომ არა ექიმების დროული რეაგირება, მის სიცოცხელს საფრთხე დაემუქრებოდა. ასევე ჰქონდა ფილტვების ორმხრივი ანთება და თირკმლის უკმარისობა.

“სპექტაკლიდან მოვიდა სახლში და დისკომფორტის შეგრძნება ჰქონდა, კუჭზე დამაწვაო და კანფეტი ჩაუწუწნია. როგორც ჩანს, ეგონა შაქარი დაუვარდა. მოკლედ, დაიწყო ხროტინი და გაუჩერდა გული”- ამბობს მანანა ბერიკაშვილი.

მანანა ბერიკაშვილის ცნობით, ამ დროისთვის მთავარი საშიშროება ტვინია, სხვა მხრივ მდგომარეობა დასტაბილურებულია, თუმცა კომაშია და იგეგმება უცხოელი და ქართველი ექიმების ერთობლივი კონსილიუმი შემდგომი პროცედურების ჩასატარებლად.

Post navigation

Previous: ცოტათი დავიბენი, მაგრამ, წესით იმათ უნდა ეშინოდეთ, რომლებიც ბიუჯეტიდან იკვებებიან და ამავე დროს შიგნით წითელი მაისური აცვიათ
Next: კაცი იძულებული გახდა პოლიტიკაში მოსულიყო – ირაკლი ქადაგიშვილი ბიძინა ივანიშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.