“ცოტათი დავიბენი, მაგრამ, წესით იმათ უნდა ეშინოდეთ, რომლებიც ბიუჯეტიდან იკვებებიან და ამავე დროს შიგნით წითელი მაისური აცვიათ.“- წერს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში და ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას.
“ბატონი ბიძინა რომ წავიდა პირველად პრემიერობიდან, “ჩვენების” ერთ – ერთი განშტოება, თითქმის ყველას დაერია და ყველას გაფუჭება სცადა. ყველას, ვისთვისაც “ოცნება” და ზოგადად, “ნაცების” დამარცხება და ქვეყნის წინ სვლა ივანიშვილთან ასოცირდებოდა – ყველას დაერივნენ…ზოგს იჭერდნენ, ზოგს აშავებდნენ საჯაროდ, ზოგს აბრალებდნენ ყველაფერ საშინელებას და მე პირადად, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ნაცების ნაწილი დაბრუნდა და ყველა ერთგულ ადამიანს უქმნიდნენ პრობლემას.
მე, ძალიან, ძალიან მიხარია ბატონი ბიძინას კვლავ ხილვა პოლიტიკაში, მაგრამ ამასაც ხომ ვხვდებით, რომ მისი დაბრუნება არის იძულებითი …ე.ი სადღაც, ვიღაც (ვიღაცეები), რაღაცას (რაღაცეებს) აფუჭებენ…
ჩემთვის იყო, არის და იქნება ივანიშვილი ის ადამიანი, ვისაც შეგვიძლია დავეყრდნოთ.
მაგრამ ამავე დროს არ შემიძლია არ ვთქვა:
2012 წლიდან თითქმის დღემდე რომ ადამიანი (ადამიანები) ივანიშვილს და მასთან დაახლოებულ ადამიანებს აგინებდნენ 24 საათი და დღეს ამა თუ იმ თანამდებობაზე არიან – მგონი ცოტათი უნდა უფრთხოდნენ ამ დაბრუნებას, მაგრამ აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩემი ქვეყანა აუცილებლად, აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას წინ – სწორედაც ივანიშვილი რომ გაუძღვება.
დანარჩენი ვნახოთ – ღმერთმა დალოცოს ჩემი ქვეყანა და ძალიან, ძალიან მალე ვყოფილიყავით სრულუფლებიანი ევროპელები..
და ბოლოს: მაშინ, როდესაც, ერთგულებას მავანნი პასუხობენ სოსო გოგაშვილის მეთოდებით – იმედია ახლა მაინც გაეცემა ყველას სათანადო პასუხი, სათანადო – შეფასებებით”- წერს ირაკლი ლატარია.
