Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოზარ სუბარი: აბსოლუტურად აუხსნელია გამძაფრებული სურვილი, საქართველო ჩაებას ომში

მარშალ პრესი 05/05/2022
სოზარ სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, აბსოლუტურად აუხსნელია გამძაფრებული სურვილი, საქართველო ჩაებას ომში. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„რაც დღეს უკრაინაში ხდება, იგივე რომ საქართველოში ხდებოდეს, მე არ მგონია, რომ ამის შემდეგ ვინმეს ჰქონდეს ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება, იმიტომ რომ საქართველო როგორც სახელმწიფო აღარ იარსებებს. ეს კატასტროფაა და ამიტომაც აბსოლუტურად აუხსნელია ეს გამძაფრებული სურვილი, საქართველო ჩაებას ომში. როდესაც უკრაინელი პოლიტიკოსები ამბობენ ამას, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ მე მესმის, რომ მათ საკუთარი მდგომარეობის შემსუბუქება სურთ. როცა იგივე სურთ ქართველ პოლიტიკოსებს, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარია. რა დონეზე უნდა გძულდეს საკუთარი ქვეყანა და მოსახლეობა, რომ ასე გაწირო საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა. მთავარია, რომ ქართველი ხალხის ნება სრულიად საპირისპიროა იმისა, რაც სურს ღალატისა და ომის პარტიას, და ეს რამდენიმე კვირის წინ ბათუმში გამართულ არჩევნებზეც დადასტურდა“, – აცხადებს სუბარი.

Continue Reading

Previous: სოზარ სუბარი გიორგი ვაშაძის განცხადებაზე – რიგგარეშე არჩევნების მხარდაჭერა წარმოუდგენელია, რადგან მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ როგორც საპარლამენტო, ისე თვითმმართველობის არჩევნები სამართლიანად ჩატარდა
Next: მთავრობის ადმინისტრაციასთან, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, მისი ოჯახის ორგანიზებით აქცია იმართება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025