Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუსტიციის მინისტრი ახალ წელს ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ბაზაზე შეხვდა

მარშალ პრესი 01/01/2024
414468991_745181910977671_3837716897877111386_n

რატი ბრეგაძემ 2024 წლის დადგომა, ტრადიციულად, იმ თანამშრომლებთან ერთად აღნიშნა, რომლებიც დღესასწაულს სამუშაო გარემოში, ოჯახის წევრებისაგან მოშორებით ხვდებიან.

2024 წლის პირველ დღეს მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ბაზაზე უახლესი სპორტული კომპლექსი გახსნა. კომპლექსი ფეხბურთის, კალათბურთის მოედანსა და სატრენაჟორო სივრცისგან შედგება.

მინისტრმა ახალი წლის დადგომა N8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებსაც მიულოცა და გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ 2023 წელი საინტერესო გამოწვევებთან გამკლავებისა და პოზიტიური შედეგების წელი იყო.

2024 წელი კი ინსფრასტრუქტურული განახლებებისა და კიდევ მეტი წარმატების წელი იქნება ქვეყნისთვის და მის სამსახურში მყოფი თითოეული ადამიანისათვის. მინისტრმა გამოხატა რწმენა, იმისა, რომ ახალი წლიდან ახალი ენერგიითა და გაზრდილი მოტივაციით კიდევ უფრო მეტის გაკეთება იქნება შესაძლებელი.

Post navigation

Previous: ახალი წელი ძლიერი მიწისძვრით დაიწყო იაპონიაში
Next: ახალი წლის ღამეს, კლინიკა “ვივამედი”-ს ეზოში, მიხეილ სააკაშვილს მისმა მოციქულებმა უმღერეს (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.