ახალი წელი ძლიერი მიწისძვრით დაიწყო იაპონიაში.
7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. მეტეოროლოგიურმა ცენტრმა ცუნამის საფრთხის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
მომხდარი მიწისძვრის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელ სახლი დაინგრა და შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. იაპონიის მიწისძვრის გამო, ცუნამის საფრთხეზე გაფრთხილება გაავრცელა რუსეთმაც, მის შორეულ აღმოსავლეთის ქალაქებში ვლადივოსტოკსა და ნახოდკაში.
„მაცხოვრებლები უნდა იყვნენ მზადყოფნაში შემდგომი შესაძლო მიწისძვრების გამო და მოვუწოდებ ხალხს იმ ადგილებში, სადაც ცუნამია მოსალოდნელი, რაც შეიძლება მალე მოხდეს ევაკუაცია“, – თქვა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ.
მომზადებულია “როიტერზე” დაყრდნობით
