Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაც უფრო მალე გასამართლდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვისაც და პოლიტიკური სპექტრისთვისაც

მარშალ პრესი 28/12/2023
გურამ მაჭარაშვილი

“მანამ, სანამ იქნება გლობალური თუ ლოკალური ომის პარტია ქვეყანაში, ოპოზიციასაც ვერაფერი ეშველება,” – ამის შესახებ მედიასთან “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. იგი გამოეხმაურა “ხალხის ძალის” მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომლითაც საზოგადოებრივი მოძრაობა “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებას ითხოვს. მაჭარაშვილის თქმით, თავიდანვე არასწორი პოლიტიკა იყო ხელისუფლების მხრიდან, რომ “ნაცმოძრაობის” გასამართლება აქამდე არ მოხდა.

“რაც უფრო მალე გასამართლდება „ნაციონალური მოძრაობა“, ანუ დაერქმევა ყველაფერს თავისი სახელი, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვისაც და პოლიტიკური სპექტრისთვისაც. მანამ, სანამ იქნება გლობალური თუ ლოკალური ომის პარტია ქვეყანაში, ოპოზიციასაც ვერაფერი ეშველება. ამიტომ რაც უფრო მალე იქნება ეს პროცესი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება 2024 წლის არჩევნების დღიდან (იმიტომ, რომ მორიგ ჯერზე საზოგადოება გამოუტანს ერთ-ერთ განაჩენს „ნაციონალურ მოძრაობას“) და ამის მერე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი, რომელიც ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს.

ის პოლიტიკა, რომ თავის დროზე „ნაცმოძრაობის” გასამართლება არ დავიწყეთ, იყო არასწორი. ჩვენი ვალდებულებაა, უფლება კი არა, რომ ამ პოლიტიკური რეჟიმის გასამართლება დავიწყოთ იმიტომ, რომ საერთაშორისო სასამართლოს (მხოლოდ ქართულ სასამართლოს კი არა, საერთაშორისო სასამართლოს) აქვს პირდაპირ ჩაწერილი, რომ „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმის შემქმნელი და შემოქმედი არის პრეზიდენტი სააკაშვილი. ამის შემდგომ, ჩვენი მომავალი თაობების წინაშე მინიმუმ არასწორები ვიქნებით, ეს პროცესი რომ არ შედგეს.” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: დენის გადასახადი 3 თეთრით შემცირდა
Next: იყო მოლოდინი იმისა, რომ სამომხმარებლო ტარიფები გაიზრდებოდა, მაგრამ ბევრისთვის მოულოდნელად ტარიფები შემცირდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.