Skip to content
24/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დენის გადასახადი 3 თეთრით შემცირდა

მარშალ პრესი 28/12/2023
ნათურა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში  ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდა.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფი სემეკ-მა დაამტკიცა. ტარიფი დაიკლებს ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის, ასევე კომერციული აბონენტებისთვისაც.

შესაბამისად, თბილისში 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით, საყოფაცხოვრებო მოხმარებისას დენის ტარიფი იქნება 15 თეთრი; 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის – 19 თეთრი; აბონენტებისთვის, რომლებიც 301 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 23.5 თეთრი იქნება.

შესაბამისი სამთეთრიანი კლება შეეხება რეგიონებსაც.

ელექტროენერგიაზე შემცირებული ტარიფი 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.

Continue Reading

Previous: სემეკის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება როგორც მოსახლეობისათვის, ისე ბიზნესისათვისაც თვითღირებულების შემცირების თვალსაზრისით
Next: რაც უფრო მალე გასამართლდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვისაც და პოლიტიკური სპექტრისთვისაც

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025