Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩევნები რომ ჩატარდება, ჩამოყალიბდება მთავრობა, პარლამენტი და ა.შ. მაშინ მშვიდ გონებაზე უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გაანალიზება და “ნაცმოძრაობის” გასამართლება

მარშალ პრესი 28/12/2023
მიხეილ ყაველაშვილი

„ჩვენი – „ხალხის ძალის“ როლი რას წარმოადგენდა ამ ვითარებაში, ამას ისტორია შეაფასებს. როდესაც ასეთი კულუარული ინფორმაცია არსებობდა, შეუძლებელი იყო მოთმენა. კიდევ კარგი, დავგეგმეთ ასე, როგორც დაიგეგმება და ამან მოიტანა შედეგი“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება იმიტომ უნდა მოხდეს, რომ საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ რას სჩადიოდნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და რაც აკეთებენ დღეს ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილით.

„ჩვენი – „ხალხის ძალის“ როლი, რას წარმოადგენდა ამ ვითარებაში, ამას ისტორია შეაფასებს. როდესაც ასეთი კულუარული ინფორმაცია არსებობდა, შეუძლებელი იყო მოთმენა. კიდევ კარგი დავგეგმეთ ასე, როგორც დაიგეგმება და ამან მოიტანა შედეგი. შედეგი არის მთავარი. გეგმაზე, როდესაც ვსაუბრობ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ვცდები. ჩვენ ხომ გვინდა „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება მოხდეს. მინდა ეს ხაზი განვავრცო, რატომ არის აუცილებელი ამის მშვიდ ვითარებაში გაკეთება. არჩევნები რომ ჩატარდება, ჩამოყალიბდება მთავრობა, პარლამენტი და ა.შ. მაშინ უნდა მოხდეს, მშვიდ გონებაზე ამ ყველაფრის გაანალიზება და „ნაცმოძრაობის“ გასამართლება. ამას რატომ ვიძახი? გვახსოვს, როგორ კვებავდნენ საზოგადოებას, სიძულვილის ენით, დაპირისპირების სურვილით. ჩვენ მოვახერხეთ საზოგადოების სწორად ინფორმირება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: გვახსოვს აქციები, კამპანია „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით – ერთობლიობაში ეს მიმართული იყო იმისკენ, რომ ხელისუფლება შეცვლილიყო, მაგრამ ხალხმა ძალიან კარგად გააანალიზა ეს ყველაფერი
Next: კრემლის სურვილები თუ ვინმემ შეასრულა, შეასრულა იმ ძალამ, რომელმაც ხელ-ფეხი გაუხსნა რუსეთს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.