Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გვახსოვს აქციები, კამპანია „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით – ერთობლიობაში ეს მიმართული იყო იმისკენ, რომ ხელისუფლება შეცვლილიყო, მაგრამ ხალხმა ძალიან კარგად გააანალიზა ეს ყველაფერი

მარშალ პრესი 27/12/2023
კახა კალაძე

მინდა საზოგადოებას, სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცო კანდიდატის სტატუსი, რომლის მოსაპოვებლად ძალიან დიდი ბრძოლა დაგვჭირდა, თუმცა ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„საქართველო მართლაც იმსახურებდა ამ სტატუსს. არასამართლიანი დამოკიდებულება იყო, რომ უკრაინასა და მოლდოვას მანამდე მიენიჭა, რადგან ყველა პარამეტრით თუ სტატისტიკით თუ რაიმე წარმატებაზე იყო საუბარი, ყველა კომპონენტი საქართველო ამ ქვეყნებს რომ შევადაროთ, იყო მოწინავე. საბოლოო ჯამში, ყველაფერი გაირკვა და საზოგადოებამ დაინახა, თუ რა იყო ამის ძირითადი მიზეზი და მიზანი. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რისთვის გამოიყენებდნენ ამ უსამართლო გადაწყვეტილებას. გვახსოვს აქციები, კამპანია „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით – ერთობლიობაში ეს მიმართული იყო იმისკენ, რომ ხელისუფლება შეცვლილიყო, მაგრამ ხალხმა ძალიან კარგად გააანალიზა ეს ყველაფერი და ხედავდა ამ ყველაფერს“, -აღნიშნა კალაძემ.

Post navigation

Previous: ერთი შეხედვით არაპოპულარულმა განცხადებებმა ბევრ ადამიანს დაანახა რა ხდებოდა და როგორი სიმართლე უთქვამთ ისეთ დროს, როცა ამ სიმართლის თქმა ჰარაკირის ჩატარების ტოლფასი იყო – მამუკა მდინარაძე “ხალხის ძალის” განცხადებებზე
Next: არჩევნები რომ ჩატარდება, ჩამოყალიბდება მთავრობა, პარლამენტი და ა.შ. მაშინ მშვიდ გონებაზე უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გაანალიზება და “ნაცმოძრაობის” გასამართლება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.