Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნინო ქათამაძე გულდაწყვეტილი ყოფილა – ლევან ნიკოლეიშვილი

მარშალ პრესი 26/12/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

ამ ქვეყანაში უაზრო და უსამართლო კრიტიკას არავის უშლიან, არც კონტეინერით შემოპარული სააკაშვილის სიყვარულს თუ სიბრალულს უშლიან ვინმეს, არც აზრის გამოთქმას, სიმღერას ხომ მითუმეტეს, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნინო ქათამაძის განცხადებას, რომელშიც მომღერალი წერს, რომ ახალი წლის კონცერტში მონაწილეობას ვერ შეძლებს.

მისივე თქმით, უხერხულია, იმ ხელისუფლებას, რომელსაც აკრიტიკებ, დააძალო კონცერტში მონაწილეობა და სიმღერაში თანხის გადახდა, იმ ფონზე, რომ ქათამაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილს სთხოვდა სააკაშვილის შეწყალებას, რომელიც მოქმედი ხელისუფლების დამხობას ცდილობდა.

“მართლა ვერ ვიგებ: ნინო ქათამაძე გულდაწყვეტილი ყოფილა, რომ კონცერტზე არ მიმიწვიესო? დალოცვილო თან გინდა ეს ხელისუფლება აკრიტიკო, თან სააკაშვილის შეწყალება სთხოვო მავნებელ სალომე ზურაბიშვილს, თან იგივე ხელისუფლებას სთხოვ კონცერტზე მიგიწვიონ და ფულიც გადაგიხადონ, რომლის დამხობასაც ავაზაკურად ცდილობდა სააკაშვილი და რომლის უსამართლო კრიტიკას არცერთი ტრიბუნიდან არ ერიდებოდა მავნებელი სალომე ზურაბიშვილი!

ამ ქვეყანაში უაზრო და უსამართლო კრიტიკას არავის უშლიან, არც კონტეინერით შემოპარული სააკაშვილის სიყვარულს თუ სიბრალულს უშლიან ვინმეს, არც აზრის გამოთქმას, სიმღერას ხომ მითუმეტეს, თან ყველას თავის მსმენელი ჰყავს, ზოგის კონცერტზე ბილეთსაც ვერ იშოვი, ზოგან კი არავინ მიდის… მაგრამ გინდა თუ არა მამღერე და დიდი ფული გადამიხადეთ? ვერ ვიგებ? როგორც მინიმუმ ცოტა უხერხული, ხომ არ არის?” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: მომღერალი რომ პოლიტიკურ პოლარიზაციას აღვივებს, ხელისუფლებას კი „რაღაც დაჯგუფებას” უწოდებს, მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობასაც უნდა გრძნობდეს
Next: უკრაინის ომამდე, არ იყო რუსეთი ოკუპანტი, კონცერტს რომ არ აცდენდა არა მარტო მოსკოვში, რუსეთის პატარა ქალაქებშიც კი, რა შეიცვალა?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.