Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მომღერალი რომ პოლიტიკურ პოლარიზაციას აღვივებს, ხელისუფლებას კი „რაღაც დაჯგუფებას” უწოდებს, მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობასაც უნდა გრძნობდეს

მარშალ პრესი 26/12/2023
ზურაბ ქადაგიძე

„2008 წლის შემდეგ მოსკოვი-პეტერბურგის სცენებიდან რომ ვერ ჩამოგხსნეს და 2019 წლის შემდეგ გაგახსენდათ რუსული ოკუპაცია, ეგ როგორ გავიგოთ, როგორც “ლაბუდაბუდეი”, თუ სულიკოს ძებნაში დაკარგული არტისტის დილემა?! თუ პოლიტიკური აქტივისტი ხართ, მიმართეთ კეზერას ან ხაზარაძეს და შეგიკვეთავენ პოლიტიკურ კონცერტს,“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მომღერალ ნინო ქათამაძის ფეისბუქ სტატუსის შესახებ.

„ქათამაძეს უთქვამს, აღარ მეპატიჟებიან სახელმწიფო ღონისძიებებზეო… ქალბატონო ნინო, მომღერალი რომ პოლიტიკურ პოლარიზაციას აღვივებს და უფრო მეტიც, ექსტრემიზმისკენ მოუწოდებს საზოგადოებას, ხელისუფლებას კი „რაღაც დაჯგუფებას” უწოდებს, იგი პასუხისმგებლობასაც უნდა გრძნობდეს მოსალოდნელ შედეგებზე;

შეხსენებისთვის, 2008 წლის შემდეგ მოსკოვი-პეტერბურგის სცენებიდან რომ ვერ ჩამოგხსნეს და 2019 წლის შემდეგ გაგახსენდათ რუსული ოკუპაცია, ეგ როგორ გავიგოთ, როგორც “ლაბუდაბუდეი” თუ სულიკოს ძებნაში დაკარგული არტისტის დილემა?!

თუ პოლიტიკური აქტივისტი ხართ, მიმართეთ კეზერას ან ხაზარაძეს და შეგიკვეთავენ პოლიტიკურ კონცერტს, რა პრობლემაა?!
და თუ არ აღიარებთ ლეგიტიმურ ხელისუფლებასა და ქართველი ხალხის არჩევანით განსაზღვრულ მმართველობას, რა უფლებით ითხოვთ სახელისუფლებო ღონისძიებებში მონაწილეობას?!

თუ აქაც “ლაბუდაბუდეი” დაგემართათ და დილემის წინაშე დგახართ? კიდევ ერთი რჩევის მოცემა შემიძლია – კიევში გაფრინდით, ზელენსკი მოგაძებნინებთ სულიკოს!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: მომავალ წელს გველის კიდევ უფრო მეტი პროექტი, რადგან მოსახლეობის საჭიროებები იზრდება და ჩვენი ვალია, ისინი ეფექტურად დავაკმაყოფილოთ
Next: ნინო ქათამაძე გულდაწყვეტილი ყოფილა – ლევან ნიკოლეიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.