Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ნაციონალურ მოძრაობას“, ახლა მათ ნარატივზე მყოფ სალომე ზურაბიშვილსა და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, უპირველეს ყოვლისა, ქართველმა ხალხმა უთხრა „არა“ და შემდეგ უკვე ევროკავშირმა – თავისი გადაწყვეტილებით

მარშალ პრესი 24/12/2023
შალვა პაპუაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობას“, ახლა მათ ნარატივზე მყოფ სალომე ზურაბიშვილსა და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, უპირველეს ყოვლისა, ქართველმა ხალხმა უთხრა „არა“ და შემდეგ უკვე ევროკავშირმა – თავისი გადაწყვეტილებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

მან პარლამენტის წლიური საქმიანობა შეაჯამა.

„ვფიქრობ, ეს წელი მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ, რომ დათესონ ნიჰილიზმი, ქვეყანა მაჩანჩალად წარმოაჩინონ, თქვან, თითქოს, ჩვენ ვართ ცუდი ქვეყანა ცუდი ინსტიტუციებით, ცუდი სამართლით, ხალხით. აი, ამას ვინც აკეთებს ბოლო 10 წელია, „ნაციონალური მოძრაობა“, ახლა მათ ნარატივზე მყოფი სალომე ზურაბიშვილი და სხვა პოლიტიკური ჯგუფები, უპირველეს ყოვლისა, მათ ქართველმა ხალხმა უთხრა „არა“ და შემდეგ უკვე ევროკავშირმა – თავისი გადაწყვეტილებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ოპოზიციის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის სტილზეც ისაუბრა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში, როგორც წესი, „მინისტრის საათს“ არ ესწრებიან.

„როგორც წესი, მოდიან, სვამენ კითხვას იმისთვის, რომ შემდეგ ეს ვიდეო ამოჭრან, დადონ საკუთარ გვერდზე და თავი მოიწონონ, რომ რაღაც კითხვა დასვეს. პასუხსაც არ ელოდებიან, ისე გადიან.

პარლამენტის რეგლამენტი, კონსტიტუცია ითვალისწინებს საკმაო ინსტრუმენტებს. ამას გამოყენება სჭირდება, მაგრამ არათუ გამოყენებაზეა საუბარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენა როდესაც იყო, დახურულ ფორმატში მიდიოდა, არც კი ესწრებოდნენ, 10-მდე წარმომადგენელი თუ იქნებოდა ოპოზიციიდან, როდესაც საქმე ეხება ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს – ტელევიზორში დღედა ღამე საუბრობენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოწვეულ საკითხებზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ჩვენ წარმოვადგენთ იმ გუნდს, რომელიც ერთგულია ევროპული ღირებულებების, რაც პირველ რიგში გულისხმობს ადამიანის ღირსებასა და მასზე დაფუძნებულ ყველა უფლებას
Next: რას მივაღწიეთ ასეთს ისტორიული თვალსაზრისით? მოვეწონეთ ბიძიებს ვაშინგტონისა და ბრიუსელის სამხარეო კომიტეტებიდან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.