Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ წარმოვადგენთ იმ გუნდს, რომელიც ერთგულია ევროპული ღირებულებების, რაც პირველ რიგში გულისხმობს ადამიანის ღირსებასა და მასზე დაფუძნებულ ყველა უფლებას

მარშალ პრესი 24/12/2023
რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პენიტენციურ სისტემაში ახალი წლიდან განსახორციელებელ სიახლეებზე „იმედის კვირასთან“ ისაუბრა.

„ჩვენ წარმოვადგენთ იმ გუნდს, რომელიც ერთგულია ევროპული ღირებულებების, რაც პირველ რიგში გულისხმობს ადამიანის ღირსებასა და მასზე დაფუძნებულ ყველა უფლებას.

განხორციელდა არაერთი რეფორმა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ჩემს წინამორბედსა და სისტემის ყველა თანამშრომელს ვუთხრა მადლობა მიღწეული შედეგებისთვის და რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ იყო, რადგან ფუნდამენტური გარდაქმნა მოხდა“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ახალი წლიდან ახალი პენიტენციური კოდექსი ამოქმედდება, რაც ევროპული სტანდარტებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. უმჯობესდება როგორც პატიმრების, ასევე სისტემის თანამშრომელთა სამუშაო პირობები. გაიზრდება ხელფასები, მსჯავრდადებულებისთვის მოიხსნება სატელეფონო ზარებზე დაწესებული ლიმიტი, უფასო გახდება პაემნები და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ხარისხიანი განათლება ციხეში.

Post navigation

Previous: ძალიან სასიხარულოა, რომ ევროკავშირმა ყური უგდო ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას და არა სალომე ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას
Next: „ნაციონალურ მოძრაობას“, ახლა მათ ნარატივზე მყოფ სალომე ზურაბიშვილსა და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, უპირველეს ყოვლისა, ქართველმა ხალხმა უთხრა „არა“ და შემდეგ უკვე ევროკავშირმა – თავისი გადაწყვეტილებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.