Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

მცხეთის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მარშალ პრესი 04/05/2022
01210

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილმა, საკრებულოს დეპუტატებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს. ასევე, განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა.

ხელმძღვანელმა პირებმა წარმომადგენლებს დაავალეს, პროაქტიულად წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთ თემებში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ. ამასთან,
მოითხოვეს, რომ კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თითოეული მაცხოვრებლის პრობლემებისა და წინადადებების მერიამდე მოტანას, ასევე, მათი განხილვისა და გადაწყვეტის პროცესის შემდგომ სრულყოფას.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, მოადგილეები თამაზ ფოლოდაშვილი და გიორგი ბაჯაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მიხეილ ბუჯიაშვილი, გიორგი ჯიქია და გიორგი კვახაძე.

Post navigation

Previous: ის რომ უკრაინის სხვადასხვა სტრუქტურებში სხედან გონჩარენკო, არესტოვიჩი, კრიმინალ სააკაშვილის პროტეჟე არახამია და ქილერი-ჟურნალისტი პოდოლიაკი, უკრაინის შიდა საქმეა, მაგრამ ჩვენს ოპომედიას რომ ეს მარგინალები ჰყავთ რუპორებად, დასკვნები მოსახლეობამ გააკეთოს
Next: ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთში გაემგზავრა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.