Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ის რომ უკრაინის სხვადასხვა სტრუქტურებში სხედან გონჩარენკო, არესტოვიჩი, კრიმინალ სააკაშვილის პროტეჟე არახამია და ქილერი-ჟურნალისტი პოდოლიაკი, უკრაინის შიდა საქმეა, მაგრამ ჩვენს ოპომედიას რომ ეს მარგინალები ჰყავთ რუპორებად, დასკვნები მოსახლეობამ გააკეთოს

მარშალ პრესი 04/05/2022
ამირან სალუქვაძე

„პოდოლიაკი უკრაინაში ცნობილია როგორც ჟურნალისტი-ქილერი. აქაური ზოგიერთი ჭუტნალისტი მიხვდება რას ნიშნავს ქილერი-ჟურნალისტი, პირადი გამოცდილება აქვთ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოდოლიაკი არასდროს მალავდა, რომ მზადაა იმუშაოს ყველასთან, კარგი საფასურის სანაცვლოდ“– წერს ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

„ვინ არის მიხაილ პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან? სერიოზულ ანალიზად არც კი ღირს. ეს ფოტოც საკმარისია. ხომ გახსოვთ, გონჩარენკო როცა გამოფინეს გლავკანალმა და ჭუტავიზიამ, მაშინ დავწერე, პირდაპირ იანუკოვიჩი გამოდეთ მეთქი?! პოდოლიაკი უკრაინაში ცნობილია როგორც ჟურნალისტი-ქილერი. აქაური ზოგიერთი ჭუტნალისტი მიხვდება რას ნიშნავს ქილერი-ჟურნალისტი, პირადი გამოცდილება აქვთ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოდოლიაკი არასდროს მალავდა, რომ მზადაა იმუშაოს ყველასთან, კარგი საფასურის სანაცვლოდ.

პოდოლიაკს ბელარუსში პრობლემები შეექმნა, როცა ლუკაშენკოს შეუტია კრემლის პოზიციიდან. მაშინ ლუკაშენკო ორმაგ თამაშს ცდილობდა და პოდოლიაკმა ის რუსეთ-ბელარუსის ეკონომიკური ინტეგრაციის შეფერხებაში დაადანაშაულა. ეს სტატია მხოლოდ რუსეთს აწყობდა. 2017 წელს პოდოლიაკი სკანდალში აღმოჩნდა, როცა ლიეტუვის პრეზიდენტ გრიბაუსკაიტეს შესახებ, ცრუ (“ფეიკ”) მასალები გამოაქვეყნა. ის რომ უკრაინის სხვადასხვა სტრუქტურებში სხედან რუსეთ-ბელარუსის კავშირის მომხრე გონჩარენკო, ევრაზისტ-დუგინისტი არესტოვიჩი, კრიმინალ სააკაშვილის პროტეჟე არახამია და ქილერი-ჟურნალისტი პოდოლიაკი, უკრაინის შიდა საქმეა, მაგრამ ჩვენს ოპომედიას რომ ეს მარგინალები ჰყავთ რუპორებად, დასკვნები მოსახლეობამ გააკეთოს“- წერს ამირან სალუქვაძე.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორს შეხვდა
Next: მცხეთის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.