Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„პრემიერის ინიციატივა იყო, რომ უსახლკარო, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სახლები შეგვეძინა. მომდევნო წელს ეს მასშტაბური პროექტი იწყება“

მარშალ პრესი 21/12/2023
ზურაბ აზარაშვილი

„პრემიერის ინიციატივა იყო, რომ უსახლკარო, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სახლები შეგვეძინა. მომდევნო წელს ეს მასშტაბური პროექტი იწყება“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილმა იმ სოციალური პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების გაძლიერებას ისახავს მიზნად. მინისტრმა, დასაქმების მასშტაბურ პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 33 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდა, ასევე მაღალია მათი დასაქმების მაჩვენებელი ღია შრომის ბაზარზეც.

„გასულ წელს, პრემიერის ინიციატივით, დავიწყეთ მასშტაბური პროექტი, რომელიც სოციალურად დაუცველი პირების დასაქმებას ეხებოდა. ჩვენ, გარანტია მივეცით მათ, რომ მათ სოციალურ მდგომარეობას 4 წლის განმავლობაში არ გადავამოწმებდით. შესაბამისად, შეეძლოთ დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა ისე, რომ შესაბამისი ბენეფიტები არ მოეხსნებოდათ. დღეს ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. დასაქმებულ სოციალურად დაუცველ პირებს რჩებათ ის სოციალური დახმარება რასაც იღებდნენ, ასევე ის დანამატი რასაც გამოიმუშავებენ, ამასთან ერთად ყველა სხვა ბენეფიტი – ჯანდაცვასთან დაკავშირებული, ტრანსპორტთან თუ ა.შ. ძალიან კარგი ფაქტია, რომ ბევრი მუშაობას კერძო სექტორში აგრძელებს. ღია შრომის ბაზრიდან დაახლოებით 12 000 ვაკანსია გვაქვს, შესაბამისად აქედან ვახდენთ ვაკანსიებზე კადრების შეთავაზებას“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო სოციალურად დაუცველ პირებს გადამზადების პროგრამებსაც სთავაზობს, რითაც მათი სამუშაო უნარ-ჩვევები და დასაქმების შესაძლებლობები უმჯობესდება.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, მუდმივად მზარდია ასაკით პენსიონერთა და შშმ პირთა პენსიებიც. მისივე განცხადებით, ბოლო წლებში, ქვეყანაში სიღარიბე და უმუშევრობა მნიშვნელოვნად შემცირდა. აღნიშნული კი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება.

Post navigation

Previous: დღეს რუსთავის საკრებულო, რომელსაც გახარიას და ნაციონალების კოალიცია მართავს, კიდევ ერთხელ აპირებს 2024 წლის ბიუჯეტის ჩაგდებას – ეს ნიშნავს კატასტროფას ამ ქალაქისთვის
Next: გახარიასთვის მაშინ უნდა გვეგინებინა, , როცა საკრებულოებში კოალიციის შექმნას ენმ-ის წარმატებად გვასაღებდნენ – გიორგი მუმლაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.