Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციას ვთავაზობ, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი”

მარშალ პრესი 20/12/2023
მიხეილ სააკაშვილ

ოპოზიციას ვთავაზობ, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, კომიტეტში უნდა იყოს 20-25 ადამიანი და უნდა იყოს მუდმივი სათათბირო.

„ჩვენ გვჭირდება ოპოზიციის სრული კოორდინაცია, მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებებისა, კოორდინაციის გარეშე საქმე არ კეთდება. ძალა ერთობაშია, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მინდა, შევთავაზო ოპოზიციას, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა, როგორც არის აშშ-ში კომიტეტები. მასში უნდა შევიდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და ასევე უნდა შევიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომლებიც აუცილებელი არ არის, რომ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. კომიტეტში უნდა შევიდეს სოფო ჯაფარიძე, რომელიც იქნება ჩემი წარმომადგენელი. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ამ კომიტეტის, ამ სუპერ პაკეტთან ერთად, ეს უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი, უნდა იყოს პრაქტიკულად ყოველგვარი ბიუროკრატიისგან თავისუფალი, მოქნილი ეროვნული თანხმობის სტრუქტურას“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, შვიდი ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესს დისტანციურად ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი. მან უკვე მიმართა სასამართლოს.

Post navigation

Previous: გაუგებარია, რა არის საფუძველი რეკომენდაციისა, რომლის მიხედვითაც, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მთავრობის ხელმძღვანელის ნაცვლად, პარლამენტმა დანიშნოს
Next: ბინები დღიურად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.