Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გაუგებარია, რა არის საფუძველი რეკომენდაციისა, რომლის მიხედვითაც, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მთავრობის ხელმძღვანელის ნაცვლად, პარლამენტმა დანიშნოს

მარშალ პრესი 20/12/2023
გივი მიქანაძე

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან და მისი არჩევის პროცედურასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ არსებობს.

მისივე თქმით, გაუგებარია, რა არის საფუძველი რეკომენდაციისა, რომლის მიხედვითაც, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მთავრობის ხელმძღვანელის ნაცვლად, პარლამენტმა დანიშნოს.

„ანტიკორუფციულმა ბიურომ აქტიური ფუნქციონირება სექტემბრიდან დაიწყო და ბიუროს ხელმძღავნელი აქტიურად არის ჩართული კომპეტენციით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში. კითხვის ნიშანი ბიუროს ხელმძღვანელთან და მისი არჩევის პროცედურასთან დაკავშირებით არ არსებობს. დღემდე არ მსმენია, რომ ბიუროს რაღაც არ განეხორციელებინოს ან რასაც აკეთებს, მასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებია. თუმცა საკითხზე ვიმსჯელებთ და უფრო დეტალურად განვიხილავთ, რა სამართლებრივი არგუმენტები არსებობს კონკრეტული რეკომენდაციის ირგვლივ. თებერვლამდე საკმარისი დროა, რომ ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები კიდევ უფრო დეტალურად და სიღრმიალეულად განვიხილოთ“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

Post navigation

Previous: საბუღალტრო სერვისი – ბუღალტრული აუთსორსინგი
Next: ოპოზიციას ვთავაზობ, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.