Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილს ერთხელაც არ დასცდენია, რომ სახელმწიფომ, მთავრობამ სამუშაო შეასრულა, თავადვე არ მისცა საკუთარ თავს საშუალება, საქართველოსთან, მის ხელისუფლებასთან ერთად ყოფილიყო

მარშალ პრესი 16/12/2023
ირაკლი ქადაგიშვილი

ხანდახან მის ამ ქმედებებს უფრო პროვოკაციის სუნი ასდის, ვიდრე რაიმე რეალური სიკეთის. ჩვენ გვახსოვს, წინა პერიოდშიც ამბობდა, საქართველო არ იმსახურებს [კანდიდატის სტატუსს], ახლაც, ბოლო პერიოდშიც, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ერთსულოვნება, რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე იჯდა და ამბობდა, რომ არ იმსახურებს [კანდიდატის სტატუსს], – ასე შეაფასა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, მთავრობის მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისვლა.

ქადაგიშვილის თქმით, ზურაბიშვილს არასდროს აღუნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულა და ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებდა.

“რაც ევროკომისიამ დადებითი დასკვნა მოგვცა, ამის შემდეგაც, ერთხელაც არ დასცდენია, რომ სახელმწიფომ, მთავრობამ სამუშაო შეასრულა, პროგრესი დაგვანახა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მან თვითონვე აუკრძალა საკუთარ თავს და არ მისცა თავის თავს საშუალება, რომ ამ საქმეში ყოფილიყო საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად და დარჩა რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ზარქუა განმარტავს, თუ რატომ არ მიეცა სალომე ზურაბიშვილს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა
Next: გურამ როგავას პოზიცია განსჯისა და კრიტიკის საგნად იქცა (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.