Skip to content
07/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა განმარტავს, თუ რატომ არ მიეცა სალომე ზურაბიშვილს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა

მარშალ პრესი 16/12/2023
ირაკლი ზარქუა

მმართველმა გუნდმა ჩანიშნა დიდი ზეიმი, სადაც განსაზღვრული იყვნენ მონაწილეები. ჩვენ ყველა დავპატიჟეთ, მთელი საქართველო, მათ შორის ხელმოცარულები ოპოზიციიდან , – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„რამდენადაც ვიცი, ქალბატონი ზურაბიშვილი იყო ადგილზე და ესწრებოდა აქციას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქალბატონი ჩვენს სახელმწიფოს ებრძოდა. ხომ გახსოვთ მისი განცხადება პარლამენტში: ეს ფსევდორეფორმაა და არ იმსახურებს ეს ხელისუფლება კანდიდატის სტატუსსო. შემდეგ ჩავიდა ევროპაში და თქვა, რომ არ ვარ დარწმუნებული, ამ ხელისუფლებას უნდა თუ არა ევროპული პერსპექტივაო. ჩვენ ვთქვით, რომ ზეიმი განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მხარს უჭერდა და გვერდში ედგა ხელისუფლებას, ქართველ ხალხს ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, ქალბატონი ზურაბიშვილი ამ სიაში არ ეწერა“, -აღნიშნა ზარქუამ.

Post navigation

Previous: მცხეთაში ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართება
Next: სალომე ზურაბიშვილს ერთხელაც არ დასცდენია, რომ სახელმწიფომ, მთავრობამ სამუშაო შეასრულა, თავადვე არ მისცა საკუთარ თავს საშუალება, საქართველოსთან, მის ხელისუფლებასთან ერთად ყოფილიყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.