დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დიდუბელი პედაგოგებისთვის ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას დიდუბის რაიონში არსებული სკოლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგები, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. პედაგოგებს სიტყვით მიმართეს, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატებმა გიორგი ვოლსკიმ და გივი ჩხარტიშვილმა, ასევე, პარლამენტის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა. ღონისძიების დასასრულს კომპოზიტორ ეკა თევზაძეს, ვეტერან ფეხბურთელ კახაბერ გოგიჩაიშვილსა და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვაჟა კრავეიშვილს “საამაყო დიდუბელის” ტიტული მიანიჭეს. საღამო მუსიკალურად გააფორმეს ქართული ესტრადის მომღერლებმა.
