Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სიმბოლურია, რომ ევროკომისიის შეფასებამდე ერთი დღით ადრე სტუმრად იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ყველას იმედი გვაქვს, ხვალ პოზიტიური შეფასება იქნება

მარშალ პრესი 07/11/2023
შალვა პაპუაშვილი

მნიშვნელოვანია და სიმბოლურიც, რომ ევროკომისიის მიერ შეფასების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.

„საუბარი გვქონდა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით მოლოდინებზე, თუმცა მეტი კონცენტრაცია იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობაზე, რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მხრივ საქართველოს როლზე, ასევე აბრეშუმის გზის მეშვეობით ევროპისა და აზიის დაკავშირებაზე. ყველას გვაქვს იმედი, რომ ხვალ იქნება პოზიტიური შეფასება. იმედია, საბოლოო ჯამში, ფორმატები, რომლებიც, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობით არის გათვალისწინებული, საბოლოო ჯამში, დაეხმარება საქართველოს, ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიოს. აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ორ ქვეყანას უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი. საქართველო არის მოლოდინში, ასევე არიან ქვეყნები, რომლებსაც ჯერ განაცხადი არ აქვთ. ამიტომ ეს ფორმატიც საინტერესოა, რათა, ერთი მხრივ, გამოცდილება მივიღოთ სხვებისგან, მეორე მხრივ, ჩვენ ვიყოთ ამ გამოცდილების გამზიარებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. ევროკავშირის ოცამდე წევრი ქვეყნის წარმომადგენლობით დელეგაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დირკ შუბელი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფება ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი გაბრიელ კრემადესი.

Post navigation

Previous: დიდუბის რაიონში პედაგოგებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
Next: ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავე რეჟიმის დასჯა მოეთხოვათ, თავს კოჰაბიტაცია მოგვახვიეს, რის შედეგადაც მკვლელები უფრო გადიდგულდნენ და კვლავ ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.