Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ინფრასტრუქტურა

დიღმის მასივის მესამე კვარტალში მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

მარშალ პრესი 01/12/2023
401338155_747555470747248_4580534876512417547_n

დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მესამე კვარტლის პირველი ა კორპუსის მიმდებარედ მოსასვენებელ სივრცეს აწყობს. სამუშაოები უკვე დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში დასრულდება.

სივრცეში უკვე გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა, საბავშვო სივრცე, იგეგმება გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები. მოსასვენებელი სივრცე ასევე ეწყობა აღნიშნული მისამართის მიმდებარედაც, რომელიც წლების განმავლობაში სამშენებლო ნარჩენების გამო ნაგავსაყრელად იყო გადაქცეული. ამასთან, მოსახლეობის მოთხოვნით დიდუბის რაიონის გამგეობა ტერიტორიაზე ძაღლების სასეირნო სივრცესაც აწყობს. სამუშაოები 896 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე მოადგილე ზურაბ უგულავასთან და პარლამენტის დეპუტატ ირმა ზავრადაშვილთან ერთად გაეცნო.

Post navigation

Previous: კონტრშეტევის დროს უფრო სწრაფი შედეგები გვინდოდა, ამ თვალსაზრისით, სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და ეს ფაქტია – ზელენსკი
Next: რატომ ფიქრობენ, რომ საქართველოს ოკუპაცია ნაკლებად მტკივნეულია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინის მიმდინარე ომი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.