Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

კონტრშეტევის დროს უფრო სწრაფი შედეგები გვინდოდა, ამ თვალსაზრისით, სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და ეს ფაქტია – ზელენსკი

მარშალ პრესი 01/12/2023
ზელენსკი

კონტრშეტევის დროს უფრო სწრაფი შედეგები გვინდოდა. ამ თვალსაზრისით, სამწუხაროდ, სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და ეს ფაქტია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ესოშიეთიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ქვეყანამ სასურველი რაოდენობის შეიარაღება ვერ მიიღო.

„ჩვენ გვაქვს ომის ახალი ეტაპი და ეს ფაქტია. მთლიანობაში, ზამთარი ომის ახალი ეტაპია. უკან არ ვიხევთ, კმაყოფილი ვარ; ჩვენ მსოფლიოში მეორე არმიას ვებრძვით, კმაყოფილი ვარ; ჩვენ ვკარგავთ ხალხს, არ ვარ კმაყოფილი. ჩვენ არ მივიღეთ ყველა იარაღი, რაც გვინდოდა და ვერ ვიქნები კმაყოფილი, მაგრამ ასევე, ბევრი წუწუნი არ შემიძლია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შიშობს, რომ ისრაელ-ჰამასის ომი დაჩრდილავს უკრაინაში კონფლიქტს, რადგან კონკურენტული პოლიტიკური დღის წესრიგი და შეზღუდული რესურსები საფრთხეს უქმნის კიევისთვის დასავლური სამხედრო დახმარების ნაკადს.

Post navigation

Previous: გურიაში მცხოვრებ 43 შშმ პირს სამედიცინო ეტლები საჩუქრად გადაეცა
Next: დიღმის მასივის მესამე კვარტალში მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.