დიდუბის რაიონის გამგეობა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობასა და რეაბილიტაციას განაგრძობს. ამ ეტაპზე, სანიაღვრე ქსელის მოწყობა კიდევ ერთ მისამართზე – დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-19 კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 35 000 ლარია. სამუშაოების მიმდინარეობას დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატებთან ირმა ზავრადაშვილთან და გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.
